საქართველოს მოდის კვირეულში 15 ქართველი და 3 უცხოელი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ცნობილი ფრანგის ბასტიენ დე ალმეიდას კოსტიუმების გამოფენით გაიხსნება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "Georgian Fashion Week"-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკა მეტრეველმა განაცხადა, ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები, მოდის კრიტიკოსები, რედაქტორები, პიარ-მენეჯერები და დიზაინერები ეწვევიან.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით,. "Georgian Fashion Week"-ის ფარგლებში მოდის შესახებ მოკლემეტრიაჟიანი ფილმების ერთდღიანი ფესტივალი ჩატარდება, რომელსაც ჟურნალისტი დაიან პერნე წარმოადგენს. ცნობისთვის, 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით საქართველოს მოდის კვირეულს რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს.