შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში გაემგზავრა

2014 წლის 5-7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში პირველად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართვას თავის მოლდოველ კოლეგასთან - მოლდოვის შს მინისტრ დორინ რეჩენთან. ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე შეხვდება მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ვიზიტის მსვლელობისას მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციასა და „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებას. მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებასა და დეკლარაციას ხელს მოაწერს მოლდოვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელები.