პოლიციამ „კავკასუს ონლაინში“ გარყვნილების ბუდე აღმოაჩინა

პოლიციამ „კავკასუს ონლაინში“ გარყვნილების ბუდე აღმოაჩინა

for.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „კავკასუს ონლაინში“ 1 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კრიმინალური პოლიცია და აღმასრულებლები შევიდნენ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ინტერპოლის სათაო ოფისის შეტყობინების საფუძველზე, კრიმინალურმა პოლიციამ „კავკასუსის“ ოფისიდან სერვერები ამოიღო, რომლებზეც განთავსებული იყო დიდი რაოდენობით ბავშვთა პორნოგრაფიული მასალები.

მოგეხსენებათ, რომ 2010 წელს სააკაშვილის ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურების, მერიის, მარეგულირებელი კომისიის და „სილქნეტის“ ზეწოლით დაეუფლა „კავკასუს ონლაინს“. ფირმის კანონიერი მფლობელი, ბიზნესმენი მამია სანადირაძე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უშედეგოდ ითხოვს სამართლიანობის აღდგენას. სანადირაძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ „ადრე თუ გვიან, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მთავრობაშიც სააკაშვილის „ჯიბის“ ბიზნესმენებს გამოუჩნდათ მფარველი  კახი კალაძის სახით, სამართალი იზეიმებს“. თუმცა, სანადირაძე არც იმას გამორიცხავს, რომ „დღევანდელმა მფლობელებმა ფირმა გაკოტრებამდე მიიყვანონ, რადგან, ისინი მხოლოდ ძარცვაზე და „ატკატებზე“ არიან ორიენტირებულნი“.

„ადამიანები, რომლებმაც „კავსასუს ონლაინი“ ჩაიგდეს ხელში, ადრე „მეხინკლეობით“ იყვნენ დაკავებულები „შემოიხედე გენაცვალეს“ ქსელში და სხვადასხვა რესტორნებში. დღეს ერთი მათგანი ლევან ყარამანაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის მფლობელია, ხოლო მეორე, ხვიჩა მაქაცარია „კავკასუსის“ გარდა მრავალი ბიზნესის, მათ შორის თბილისის ყვითელი სამარშუტო ტაქსების მფლობელია. რომელიც „კავსუს ონლაინის“ სახელზე გამოტანილი სესხით შეიძინა.

ახალმა მფლობელებმა 2010 წლიდან დიდი რაოდენობით თანხა „მოტეხეს“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟისას. 4 წელიწადში კომპანიის დავალიანება 80 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ მიმართულებით მაქსიმალური თანხის ამოღების შემდეგ გადავიდნენ ერთ-ერთი საერთაშორისო ფირმის წარმომადგენლის, ლადო ქვილითაიას მეშვეობით (ზედმეტსახელად „ტოლსტი“ ), ძვირადღირებული აპარატურის შესყიდვაზე, რამდენჯერმე ხელოვნურად გაზრდილი ფასით. ამ მეთოდით მათ სახელმწიფოს დაუმალეს და მიითვისეს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი, მაგრამ ამ საქმით არც ადრე და არც დღეს, ფინანსური პოლიცია არ დაინტერესებულა. მაგალითისათვის კომპანიის წართმევამდე ერთი მომხმარებლის ქსელში ჩართვა 60 დოლარამდე ჯდებოდა, დღეს ეს თანხა დაახლოებით 1000 დოლარის ფარგლებშია. ადრე თუ გვიან, ასეთი მიდგომა ფირმის გარდაუვალ გაკოტრებას გამოიწვევს“, - ამბობს მამია სანადირაძე.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, უკვე ერთი წელია ამ მიმართულებით დიდი თანხის მითვისების გზა ხვიჩა მაქაცარიას „თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადაეკეტა, რადგან ბანკმა თავისი წარმომადგენელი მიავლინა კომპანიაში და ყოველ თეთრს აკონტროლებს და იღებს თანხებს თავისი ვალის დაფარვის მიზნით.

„როდესაც ფულის კეთების ეს სქემა გადაეკეტათ, „კავკასუს ონლაინის“ ორმა მაღალი თანამდებობის მენეჯერმა და მფლობელმა ფულის კეთების ახალი სქემა მოიგონეს. ამბობენ, რომ ფულს სუნი არ ასდისო და ისინი ბავშვთა პორნოგრაფიაში გადაეშვნენ. პორნოგრაფიით „კავკასუსის“ მფლობელები და მათი მფარაველები, დაახლოებით, 2 წლის წინ დაინტერესდნენ“, - გვიყვება საქმეში ჩახედული ჩვენი წყარო და დეტალურად აღწერს სქემას, როგორ შეიძლება ტრაფიკის მანიპულირებით დიდი თანხების ამოღება.

„2008 წელს მარგულირებელმა კომისიამ დაადგინა, რომ ერთი გიგაბიტის  მიერთება პროვაიდერებს შორის არის უფასო, ხოლო ყოველი დამატებითი გიგაბიტის ღირებულება თვეში 5 ათასი ლარია. დავუშვათ, თუ „სილქნეტს“ 5-6 გიგაბიტი ინტერნეტი სჭირდება „კავკასუსიდან“, ამ შემთხვევაში, „სილქნეტი“ დაახლოებით 25-30 ათას ლარს უხდის „კავკასუსს“ იმაში, რომ მის მომხმარებლებს კომფორტულად შეეძლოს „კავკასუსის“ მფლობელობაში არსებულ პოპულარულ საიტებზე წვდომა (მაგ. avoe.ge და ა.შ) კომპანიის წართმევის შემდეგ „კავკასუსის“ საიტებს ახალმა ხელმძღვანელობამ ყურადღება არ მიაქცია, მათი პოპულარულობა დაეცა, ხოლო ვიღაც-ვიღაცეებმა ამით ისარგებლეს, კონკურეტი საიტები გააკეთეს და მათ დაიწყეს ტრაფიკებზე მანიპულირება, თუმცა კი ამ საიტების სერვერებიც „კავკასუსშია“ განთავსებული. ანუ, შექმნეს ახალი კომპანია - რომელიც „კავკასუსის“ სერვერებზე განთავსებულ საიტებზე თავად „კავკასუსიდანაც“ იღებს ფულს.

ვთქვათ, მე მაქვს საიტი, რომელიც არეგულირებს ტრაფიკს, ვხარჯავ თანხას აპარატურაში და თუ უნდათ, რომ რომელიმე პროვაიდერმა ხარისხიანად უყუროს ჩემს გვერდს, ამაში თანხაა გადასახდელი. დაახლოებით 3 წელია რაც „კავკასუსიც“ კი უხდის ფულს იმ პროვაიდერს, რომელთა სერვერებიც „კავკასუსშივე“ დგას. ანუ „allmovies.ge“, „allsheares.ge“ და „imovies.ge“-ს სერვერები განთავსებული იყო „კავკასუსის“ სერვერების ცენტრში, თუმცა „კავკასუსი“, ისევე, როგორც  „სილქნეტი“ „ეგრისი“ და ა.შ. ამათგან ყიდულობდა თავიანთი მომხმარებლისთვისაც არხს. იმ გადახდილი ფულიდან კი ეს ფირმა უკან რაღაც ნაწილს უხდიდა მფლობელს, რადგან სერვერები ფიზიკურად „კავკასუსში“ იდგა.

ტრაფიკის ორი ყველაზე დიდი მოთამაშე იყო „allprojects” და „myhit.ge“. ამ საიტებს პირდაპირი კავშირი აქვთ „კავკასუსის“ ყოფილ ფინანსურ და ახლანდელ კომერციულ დირექტორთან გენადი როსტომაულთან, რომელსაც შპს-ს დირექტორად საკუთარი მეუღლე ჰყავს გაფორმებული. თითოეული საიტიდან შემოსავალი, ტრაფიკის მანიპულირებით დაახლოებით, 80-100 ათას ლარს აღწევს.

მოგეხსენებათ, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის იმჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი იყო და რომელიც დღეს ძებნაშია, ერთი გიგაბაიტის ფასად 5 ათასი ლარი დაწესდა. საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად გიგაბაიტის ფასი 20-30 პროცენტით ეცემა, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე წლის მანძილზე ხელოვნურად შეინარჩუნა ეს ფასი, რადგან მთელი თანხა სააკაშვილის „ჯიბის ბიზნესმენებში“ დალექილიყო. ახლა არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მარეგულერებელმა „კავკასუსს“ აუკრძალა ტრაფიკის გაყიდვა ამა წლის სექტემბერში.

რადგან „კავკასუსს“ აეკრძალა ტრაფიკის გაყიდვა, კომპანიამ ყველაფერი გადაიტანა „რკინიგზის ტელეკომში“, რომელიც სააკაშილმა პირდაპირი მიყიდვის წესით მეათედ ფასში (3 მილიონი ლარი) მიჰყიდა ხვიჩა მაქაცარიას (შარანგიების კლანი) და უკვე „რკინიგზის ტელეკომი“ აკეთებდა ფულს. რა განსხვავებაა ფული მარჯვენა ჯიბეში ჩავა, თუ მარცხენაში?! ერთი თვე ასე იმუშავეს. „კავასუსი“ და „რკინისგზის ტელეკომი“ ერთი ორგანიზაციაა. ამის შემდეგ, წინასწარი შთანხმებით ზემოთ ჩამოთვლილმა საიტების მფლობელმა ცალკე გააკეთეს თავიანთი დატა-ცენტრი, დამოუკიდებლად ჩაერთვნენ „კავკასუსსაც“ და სხვა პროვაიდერებსაც და უკვე, ფულის გადაქაჩვა ყველა ორგანიზაციიდან მათთან ხდებოდა. ამ კომპანიების სერვერებზე აღმოჩნდა განთავსებული პორნოგრაფია და კრიმინალურმა პოლიციამ სერვერები გამოძიებისთვის წაიღო“.

პოლიციას საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია?

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში არის დამატებითი პუნქტები უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს არ მგონია რაიმე მონიტორინგის საშუალება ჰქონდეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ინტერპოლმა მიაწოდა ინფორმაცია. ის, რომ პორნოსაიტებს ტვირთვდნენ თავის გვერდზე, ამის მიზეზი მეტი ფულის გაკეთება იყო, მეტი არაფერი.