შს-ში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოების შეხვედრა გაიმართა

შს-ში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოების შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში,შსს-ს წარმომადგენლები ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ დამსწრე საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით დანერგილი სიახლეები გააცნო. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა კი სამინისტროს მიერ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. შეხვედრაზე პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგები განიხილეს.

შეხვედრის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებად, რომლის ეფექტურად შესრულებისთვის სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.