ლედი გაგამ Facebook - ში პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა [video]

ლედი გაგამ Facebook - ში პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა [video]

ამერიკელი პოპ-მომღერალი, ლედი გაგა (ნამდვილი სახელი - სტეფანი ჯერმანოტა) Facebook-ის სოციალურ ქსელში სუპერ რეკორდსმენია პოპულარობის მიხედვით.

ლედი გაგა მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის პირადი გვერდი ”მოეწონა” 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს, - წერს Mashable.

მეორე ადგილზე, სოციალურ ქსელში, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამაა. მის პირად ვებ-გვერდზე, ღილაკ Like-ს თითი 9,8 მილიონმა ადამიანმა დააჭირა.

ლედი გაგამ, Facebook-ითვე გაავრცელა მიმართვა, სადაც ხალხს მადლობას უხდის იმის გამო, რომ დაეხმარენ მას სოციალურ ქსელში პოპულარობით ბარაქ ობამასათვის გაესწრო.

ლედი გაგას სხვა რეკორდიც ეკუთვნის. მისი ვიდეო-კლიპი სიმღერაზე Bad Romance ყველაზე პოპულარული გახდა YouTube-ზე - მას 240 მილიონჯერ უყურეს.