სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და უწყების ხელმძღვანელი პირები სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ. ისინი აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრნენ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ირაკლი ალასანია გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მათ დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.