საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა. კურსის დასრულების ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას წვრთნებსია და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების შესაბამისი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.
სწავლებაში სამთო მომზადების სკოლის ქართველ კურსანტებთან ერთად, ესტონელი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. კურსის განმავლობაში ათმა სამხედრო მოსამსახურემ სხვადასხვა სირთულის ამოცანები შეასრულა. მათ აბულის სასროლეთზე მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევები დახვეწეს, ასევე, შეისწავლეს ზღვის დონიდან 4100 მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრისა და მყინვარწვერზე გადაადგილების ტექნიკა. კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდათ.