შსს-ს წარმომადგენლებმა წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს წარმომადგენლებმა წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გამართულ წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიების სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის უცხოელთა სამსახურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს,სადაც განიხილეს მიგრანტთა დაბრუნების და ამ კუთხით, წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიების საკითხები.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის აღმოჩენაზე, იდენტიფიცირებაზე, გაძევების აღსრულებასა და გარკვეულ შემთხვევებში გაძევების/გაძევების გადავადების გადაწყვეტილების მიღებაზე. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ამის შესაბამისად, სამუშაო შეხვედრაზე მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.