კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 20/03/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 20/03/11, video)

1.დავით გარეჯთან 16 წლის შემდეგ, ისევ ისვრიან, - საბჭოთა არმიის ნაცვლად, ამჯერად ქართული ჯარი. 31 წლის მინისტრის ყველაზე სკანდალური გადაწყვეტილების შესახებ გვიყვება იასე ცინცაძე. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სამხედრო პოლიგონი აღდგენილია და იქ არტილერისტებს წვრთნიან. თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე დუმს. გარეჯის მონასტრის მორჩილები კი კამერებს გაურბიან...

2.ბიომეტრული საარჩევნო სიები - პოლიტიკური ვაჭრობის მთავარი საგანი. რატომ უფრთხის ხელისუფლება ახალ ინიციატივას? ”კვირის რეპორტაჟი” დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ინფორმაცია მილიონი გაყალბებული პირადობის მოწმობის შესახებ, რომელიც მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ 2008 წლის არჩევნებში გამოიყენა. გაყალბებული დოკუმენტების კვალდაკვალ - იმედა დარსალიას რეპორტაჟში.

3.სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ქართულ ციხეებში. ერთერთ მსჯავრდებულს, რომელიც ტუბერკულოზით დაიღუპა, სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება. გახშირებულ სიკვდილიანობას მინისტრი კალმახელიძე პატიმართა ხანდაზმულობას უკავშირებს. გასულ კვირაში გარდაცვლილ მსჯავრდებულთა ასაკი კი 31 და 23 წელია. რა ხდება ”რეფორმირებულ სასჯელ აღსრულებით სისტემაში - ანა გოჩაშვილი გვიამბობს