აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გოჩა ჩ. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ბრალდებით ახალციხე-ადიგენის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას რუსული აქციზური მარკის მქონე, სარეალიზაციოდ გამზადებული, 1500 კოლოფი სიგარეტი „მალბორო“ ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულება 4500 ლარს შეადგენს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით).