ერთ–ერთმა ჩინელმა კოლექციონერმა ძვირფასი ქვებისგან ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი შედევრის – “ჯოკონდას“ ასლი შექმნა. როგორც ექსპერტენი ამბობენ, ახალი ქმნილების სადაზღვევო ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
“ჯოკონდას“ საიუველირო რეპროდუქციის შესაქმნელად ავტორს 100 ათასი კარატის ქვები დასჭირდა, რომლებსაც ის 30 წლის განმავლობაში აგროვებდა. “მონა ლიზას“ Luxury–ვერსია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ასლია, და მის დამზადებას 5 წელი დასჭირდა.
საიუველირო “ჯოკონდას“ ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნათელია, რომ მისი ფასი ასტრონომიულ ციფრებში იქნება გამოსახული. ცნობილი ტილოს რეპროდუქციის ნახვა ქალაქ შენიანის სავაჭრო ცენტრში იქნება შესაძლებელი.