„თავისუფალი თაობა“ „თავისუფალი ზონის“ ლიკვიდაციას მოითხოვს

„თავისუფალი თაობა“ „თავისუფალი ზონის“ ლიკვიდაციას მოითხოვს

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ახლად შექმნილი, დეკლარირებულად მსგავსი პროფილის ძალა უპირისპირდება. „თავისუფალი თაობა“, - ასე ეწოდება ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ ორგანიზაციას, რომელსაც ლადო სადღობელაშვილი ხელმძღვანელობს. იგი საზოგადოებას წარსულში სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური და სოციალური აქტივობებით ახსოვს.

რა მიზნითა და ფინანსებით შეიქმნა ახალი ორგანიზაცია და რამდენად თავისუფალია იგი პოლიტიკური გავლენებისგან ?- for.ge ლადო სადღობელაშვილს ესაუბრა.

რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ ორგანიზაციათავისუფალი თაობა“? რა არისთავისუფალი თაობისმთავარი მიზანი და სათქმელი?

- ჩვენი ორგანიზაცია, ძირითადად, დაკომპლექტებულია ახალგაზრდებისგან - სტუდენტებისგან. მოგეხსენებათ, ახალი დაბრუნებული ვარ საქართველოში - სამი წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი. პრაქტიკულად, პოლიტიკურ დევნაში ვიყავი, რადგან ნაციონალებს გავექეცი. ჩამოვედი, ვიგრძენი, რომ ცოტათი დასტაბილურდა სიტუაცია. გადავწყვიტე, მცირე ბიზნესი წამომეწყო და ამ დროს ვხედავ, რომ ეს „თავისუფალი ზონელები“ მარგინალურად დარბიან ქუჩა-ქუჩა, მართავენ პატარ-პატარა აქციებს, ცდილობენ, გამოიწვიონ ქაოსი. პრაქტიკულად, დირექტივები აქვთ მიღებული, როგორ უნდა გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, როგორ ჩაიდინონ დესტრუქციული ქმედებები.

მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ციხიდან დაიხსნან თავიანთი ლიდერები და სააკაშვილს, კეზერაშვილსა და კიდევ რამდენიმეს, რომლებიც გაქცეულები არიან ქვეყნიდან, მისცენ თავისუფლად გადაადგილების საშუალება მსოფლიოში. სწორედ, ამ პროცესების შესაფერხებლად შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია. ანუ, „თავისუფალი თაობა“ შექმნილია „თავისუფალი ზონის“ და ნაციონალების სხვა სატელიტი ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ საბრძოლველად.

კონკრეტულად, რა ღონისძიებებს გეგმავთ? როგორი იქნებათავისუფალი თაობისაქტივობები?

- უპირველესი ეს იქნება „ინფორმაციული ომი“. გავარცელებთ ინფორმაციას დესტრუქციული ორგანიზაციების წევრების შესახებ - თუ ვინ ვინ არის და ვინ ვინ იყო. ჩემი ინფორმაციით, „ზონაში“ გაწევრიანებულები არიან ციხის ყოფილი „მაყურებლები“ და მათ შესახებ კონკრეტულ დეტალებს უახლოეს დღეებში გავავრცელებ - უამრავი ყოფილი თანამშრომელია ამ ორგანიზაციაში.

რამდენიმე დღეში შევიკრიბებით „თავისუფალი ზონის“ ოფისთან და მოვითხოვთ ამ ორგანიზაციის ლიკვიდაციას. აგრესიულები, რა თქმა უნდა, არ ვიქნებით. მივალთ ბევრნი და გავახმაურებთ ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნას.

რატომ არის ლეგიტიმური მოთხოვნა კონკრეტული ორგანიზაციის ლიკვიდაცია. თუ კონკრეტული ფაქტებით არ დადასტურდება რამე დანაშაული, მათ გამოხატვის თავისუფლება რატომ უნდა შეეზღუდოთ?

- ლეგიტიმური არის იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციის გეგმების შესახებ მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, საუბრობს, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ ხალხს დავალებული აქვს სახელმწიფო გადატრიალება - სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ჩვენ ნანახი გვაქვს ამ ორგანიზაციაში შემავალი პიროვნებების ფოტო-მასალები „ფეისბუქშიც“ მრავლადაა - ავტომატები უჭირავთ და სამხედრო ფორმებში არიან გამოწყობილები. სპეციალური საწვრთნელი მეცადინეობებიც აქვთ გავლილი უკრაინაში. ეს ადამიანები, რეალურად, კრიმინალები არიან, ავტომატები რომ დაურიგონ, გაბედავენ თბილისში დესტაბილიზაციის მოწყობას. ამას კი შედეგად 90-იანი წლებია ამბები და შიდა დაპირისპირება მოჰყვება.

ამიტომ, პრევენციის სახით, მოვითხოვთ მათ თვითლიკვიდაციას.

რა თქმა უნდა, მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრსაც. თუ ჩვენი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ყველანაირად შევეცდებით, ჩვენივე ძალებით ვიმოქმედოთ. არ მივცემთ გასაქანს ამ ორგანიზაციას და შევეცდებით, მოვუწყოთ პოლიტიკური ჯოჯოხეთი.

რას გულისხმობთ ჯოჯოხეთის მოწყობაში? არ ფიქრობთ, რომ ამ აგრესიული განცხადებებით საზოგადოების კრიტიკას თავად დაიმსახურებთ?

- მე ხომ არ ვსაუბრობ ჯოჯოხეთზე, ვაკონკრეტებ, პოლიტიკურ ჯოჯოხეთს ვპირდები. ეს კი პოლიტიკური კონიუნქტურაში ჯდება. ამ კუთხით, ყველა ხერხს გამოვიყენებთ - კანონიერების ფარგლებში.

აცხადებთ, რომთავისუფალი ზონისმიერ ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები და დესტაბილიზაციის მოწყობა იგეგმება. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ინფორმაციას ეყრდნობით?

- მაგალითად, უგულავას წერილი, რომელიც გახმაურდა და გავრცელდა საჯაროდ.

მაგრამ, უგულავამ აღნიშნული წერილის ავტორობა უარყო.

- რა თქმა უნდა, უარყოფდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. დააკვირდით ამ ორგანიზაციის ქმედებებს საითკენ არის მიმართული და რას აკეთებენ. ანალიტიკური ჯაჭვის მიხედვით, ჩვენ თვალწინ გვესახება 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დარბოდნენ ბანდფორმირებები და ერთ მშვენიერ დღეს ეს პროცესი გადიქცა დიდ ქაოსად. მერე კი მთავრობის სასახლეს კიტოვანის მეთაურობით ტყვიები დაუშინეს.

როგორც ვიცი, თქვენივე დაფუძნებულია არასამთავრობო ორგანიზაცია - „მამული, ენა სარწმუნოება“. რატომ დაგჭირდათ ახალი ორგანიზაციის შექმნა, იმ ორგანიზაციის ფორმატში რატომ არ შეიძლებოდა კონკრეტული აქტივობების განხორციელება?

- ნამდვილად გახლდით „მამული ენა სარწმუნოების“ ხელმძღვანელი და ამ ორგანიზაციის ფორმატში ჩვენ გვქონდა საუბრები ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე.

ამ ორგანიზაციის - „თავისუფალი ზონის“ გამოჩენისთანავე პირდაპირ დავინახეთ მათი ფსევდოპატრიოტულ მოტივებზე აგებული პროვოკაციული ქმედებები. ახალი ორგანიზაციით გადავწყვიტეთ, მოსახლეობას დავანახოთ, რა არის ნამდვილი პატრიოტობა, ეროვნულობა და მამულიშვილობა. „ზონელები“, „პიკასოს ბლოგის“ წარმომადგელები და სხვები ფსევდოპატრიოტული, გაუგებარი დავალებების შესასრულებლად არსებობენ.

თავისუფალი ზონარომნაციონალურ მოძრაობასთანასოცირებული ორგანიზაციაა, ამას ალბათ თავადაც არ უარყოფენ, მაგრამ კითხვები დაისმება თქვენი ორგანიზაციის მისამართითაც. რამდენად დამოუკიდებელიათავისუფალი თაობაპოლიტიკური ძალებისგან, მაგალითად, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისგან?

- ყველამ იცის, და ალბათ, ინტერნეტშიც მარტივად შეიძლება გადამოწმება, თუ რა დამოკიდებულება მქონდა და მაქვს სამთავრობო პოლიტიკურ ძალებთან. ძალიან მეპარება ეჭვი, რომ გამაიგივონ ხელისუფლებასთან. ხელისუფლებას მე მხოლოდ რეაგირებისკენ მოვუწოდებ, პრევენციულ ღონისძიებებს ვთავაზობ. გარკვეულ ადამიანებს გაუჩნდათ კითხვებიც, ხომ არ ვემსახურებით რუსულ ძალებს. არასდროს დამიმალავს, რომ ჩემთვის რუსეთი არის ოკუპანტი, მტერი, რომლის საქართველოში შემოყვანის ერთ-ერთი „გარანტორი“ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გახლდათ. თუ „თვაისუფალი თაობა“ სახელმწიფოებრივი გადატრიალების საფრთხეს დავინახავთ „ევრაზიული კავშირის“ მხრიდან, ანალოგიურ „შავ დღეს“ მოვუწყობთ მათაც.

ბოლო წლებში საზღვარგარეთ იყავით, თუმცა სოციალურ ქსელებში გამოხატული აქტივობებიდან ირკვეოდა, რომ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალას გულშემატკივრობდით. გამორიცხავთთავისუფალი თაობისბურჯანაძესთან კავშირს?

- კარგი ურთიერთობა უამრავ პოლიტიკოსთან მაქვს, წარსულში მითანამშრომლია კიდეც რამდენიმესთან. ბურჯანაძე ჩემთვის არავითარ ლიდერს არ წარმოადგენს. ჩვენ ვართ თავისუფალი თაობის წარმომადგენლები და ორგანიზაციასაც, სწორედ, ასე დავარქვით.

თანადამფუძნებლები ვინ არიან, ვინ ქმნის ორგანიზაციის ძირითად გუნდს?

- თანადამფუძნებელი არის ანი დარსალია - აქტიური გოგონაა, სტუდენტია. უახლოეს მომავალში, როცა იურიდიული ხასიათის საკითხებს ბოლომდე დავაზუსტებთ, სხვა გვარ-სახელებსაც დავსახელებთ. ამ ეტაპზე ვართ ჩვენ - ლადო სადღობელაშვილი და ანი დარსალია.

როდესაც იქმნება ორგანიზაცია, აქვს კონკრეტული მიზნები და გეგმავს აქტივობებს, მას აუცილებლად სჭირდება ფინანსები. რა ფინანსები აქვსთავისუფალ თაობასდა ვინ არიან თქვენი ფინანსური მხარდამჭერები?

- ჩვენი ორგანიზაციის ხარჯები შემოიფარგლება ოფისისთვის საჭირო ფულით. მეტი „თავისუფალ თაობას“, ამ ეტაპზე, არც სჭირდება არაფერი. ამ ორგანიზაციის დამფინანსებელი პირადად მე გახლავართ, ჩვენი ოჯახის წევრები არიან. საკმაოდ ბევრი ადამიანი ვართ და მცირე საწევროებიც გვაქვს. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყანაზე კეთილი ბიზნესმენებიც, რომლებიც საკუთარი პატრიოტული ზრახვებიდან გამომდინარე ჩვენისთანა ეროვნული სულისკვეთების ორგანიზაციის დასაფინანსებლად თანხებს არ დაიშურებენ.