დღეს, 21 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ლეგენდად ქცეული ქართველი კარიკატურისტის – ვახტანგ კუციას ნამუშევრების გამოფენა.
როგორც ცნობილია, ვახტანგ კუცია არის 10000-ზე მეტი კარიკატურის, შარჟის, ილუსტრაციის ავტორი. 1965 წლიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალ-გაზეთთან: “ნიანგი“, “крокодил“, “известия“, “литературная газета“,“смена“ (რუსეთი), “шпильки“ (პოლონეთი) “OILENHPIEGEL“(ბერლინი, გერმანია), “дикобраз“ (ჩეხეთი) და სხვა.
10000 მეტი კარიკატურის გამოქვეყნებისთვის მისი გვარი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში. ვახტანგ კუცია 1986 წლიდან იყო ანსამბლ “ორერას“ სოლისტი. მის მუსიკაზე და ლექსებზე შექმნილი რამდენიმე სიმღერა შესულია ანსამბლის რეპერტუარში. 1990 წლიდან საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრია, 1996 წლიდან - ღირსების ორდენის კავალერი.