ვარძელაშვილმა რუსთაველ მოსწავლეებს ,,შატალო” მოუწყო

ვარძელაშვილმა რუსთაველ მოსწავლეებს ,,შატალო” მოუწყო

საჯარო სკოლების მაღალ კლასებში საგაკეთილო პროცესი, მინიმუმ, დღის 2 საათამდე გრძელდება. გაკვეთილების თვითნებური გაცდენა, როგორც სკოლის შინაგანაწესით, ასევე - ზოგადი განათლების შესახებ კანონით, იკრძალება.

მიუხედავ ამისა, რუსთავში სპირტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ვიზიტმა, ქალაქის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეცვალა. მინისტრთან შესახვედრად მოსწავლეები დღის პირველ სააათზე რუსთავის ”კინო რუსთაველის” შენობაში შეკრიბეს. მისული ახალგაზრდების ნაწილი არ გვეუბნებოდა, რომელი სკოლიდან იყო, ზოგი კი ამაში დასამალს ვერაფერს ხედავდა.

”22-ე საჯარო სკოლიდან ვარ. აქ მარტო ჩვენი სკოლა არაა, მე-16 სკოლის მოსწავლეებიც არიან” – გვიხსნიდნენ ახალგაზრდები. მათი თქმით, გაკვეთილიდან მასწავლებლებმა გაანთავისუფლეს.

მოსწავლეებმა არ იცოდნენ რა თემაზე უნდა ესაუბრა მათთან ვარძელაშვილს. თუმცა, დარბაზში იყო რუსთავის მე-10 საჯარო სკლოლის მე-8 კლასის მოსწავლე, რომელსაც მინისტრთან კონკრეტული საქმე ჰქონდა.

”მე ვარ ფოლკლორული ანსამბლის ”მწვერვალის” წევრი. მაინტერესებს, სამინისტრო დააფინანსებს თუ არა ჩვენ სწავლას. დასაჯდომი ადგილი არ შემხვდა, მაგრამ როგორც ბავშვებმა თქვეს, რაღაც ღონისძიებების დაფინანსებას აპირებენო“ – გვითხრა მე-10 სკლის მოსაწვლემ, გიორგი იმერლიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი საათიდან მინისტრის მომლოდინე დარბაზი, ძირითადად, სკოლის მოსწავლეებით იყო სავსე, ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის რუსთაველ სტუდენტებს ხვდება.

”ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში, რათა მოხდეს ახალგაზრდობის პრობლემების მოსმენა და იმ პროექტების პრეზენტაცია, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ახალგაზრდების აქტიური ჩართვა თითოეულ პროექტში” – განაცხადა ვარძელაშვილმა.

ზურგზე ჩანთებმოკიდებულმა მოსწავლეებმა, ყურადღებით მოისმინეს მინისტრის მოსაზრება ერთ საინტერესო სტატისტიკურ კვლევაზეც:

”პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სტატისტიკური კვლევებით დამტკიცდა, რომ ჩვენი ახალგაზრდები კარგად არიან გარკვეული პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებსა და იმ გამოწვევებში, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს“.