ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ მოსასმენი საშუალებები. ხელისუფლებას კი, ამის კონტროლის საშუალება არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოსასმენი აპარატურის შეძენა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლამდე მოხდა. პრემიერის მტკიცებით, არსებობს ინფორმაცია და დიდი ვარაუდი არსებობს იმისა, რომ ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების ხელშია ეს საშუალებები.
პრემიერის განცხადებით, ეს არის ე.წ. გადასატანი პორტატული აპარატურა. იგივე მობილურ ოპერატორებს შეუძლიათ მოსმენა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. მისივე განცხადებით, იგივე შეუძლია ხელისუფლებას, თუ მას პოლიტიკური ნება აქვს. კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილსაც უსმენენ თუ არა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას არ სურს გაიმეოროს ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში უკვე ისაუბრა.
„მან ძალიან კარგად და მკაფიოდ განმარტა, რომ იყო საუბარი ერთ-ერთ მის იდეაზე, რომელიც არავინ იცოდა და რამდენიმე ხანში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა მხარდამჭერებმა, მათივე ერთ-ერთი ტელევიზიით გაკეთეს ამაზე განცხადება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისევ გვისმენენ, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, რას აკეთებს ძალოვანი უწყება აღკვეთოს და გამოავლინოს ორგანიზაცია, რომელიც უკანონო მოსმენებს ახორციელებს.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადაოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის, ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების განცხადება ამტკიცებს, რომ დღეს ყველას მოსმენა შეიძლება.
For.ge ბესო ალადაშვილს ესაუბრა.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოსმენები ისევ ხორციელდება. რამდენად რეალურია ყოფილი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრების განცხადება, რომ მოქმედ ხელისუფლება უსმენეს ყოფილი ხელისუფლება?
- სავსებით რეალაურია და შესაძლებელია. ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები, რასაც მიეკუთვნება ფარული მოსმენა და გადაღება, იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, რომ ეს შეიძლება გააკეთოს როგორც კომერციულმა ორგანიზაციამ, ასევე კერძო პირმა. თუ ჩვენ ამას დავუმატებთ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს, როგორც წესი, საქართველოში შიდა ვითარების გაკონტროლებით ყველა ქვეყნის სპეცსასმახურია დაინტერესებული.
ნაციონალებმა შეძლეს ამის გათვალისწინება, აშკარაა, რომ მომზადებული შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები წააგეს, მათ გამოიტანეს საკამაოდ ძლიერი ფინანსური რესურსები, ასევე ოპერატიულ-ტექნიკური რესურსები, სამწუხაროდ არ ვიცით რა რაოდების ოპერატიულ-ტექნიკურ რესუსრსზეა ლაპარაკი. არ ვიცით შესაბამის სპეცსამსახურებში ჩატარდა თუ არა სრული ინვენტარიზაცია. არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან ბევრი მოსასმენი პორტატული აპარატურა იყოს ნაციონალების ხელში.
ამ შემთხვევაში, მოქალაქეები რამდენად არიან დაცული ტოტალური მოსმენისგან?
- მოქალაქეები გაცილებით დაცულნი არიან, ვიდრე ნაციონალების დროს. ვფიქრობ, რომ ტოტალური მოსმენა, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების რდოს, დღეს არ ხდება. ნაციონალების დროს კომპრომატების შეგროვება ხდებოდა აბსლუტურად ყველაზე, ჯერ პოლიტიკურ ოპონენტებზე, მერე ჟურნალისტებზე და ბოლოს ერთმანეთს უსმენდნენ. ერთმანეთზე ჰქონდათ კომპრომატები და დღესაც ამით იჭერენ ერთმანეთს. დღევანდელ ხელისუფლებას, ჩემი აზრით, ეს ტაქტიკა და მმართველობის ასეთი სტრატეგია არ აქვს. ადამიანების დაშანტაჟება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხდება, თუ ეს პოლიტიკური მიზანი არ გაქვს, მაშინ მოსმენის საჭიროებაც არ არის.
უკანონო ფარული მოსმენა საქართველოს კანონმდებლობით არის დასჯადი ქმედება. ხელისუფლება ამბობს, რომ უსმენენ, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, რას აკეთებს ძალოვანი უწყება აღკვეთოს და გამოავლინოს ორგანიზაცია, რომელიც უკანონო მოსმენებს ახორციელებს. როგორ უნდა ებრძოლოს ხელისუფლება უკანონო მოსმენებს?
- ეს უკვე დამოკიდებულია სპეცსამსახურების და სამართალდამცავების პროფესიონალიზმზე. ფარული მოსმენა, რომელსაც ახორციელებს რომელიმე დაჯგუფება, პოლიტიკური იქნება თუ საზოგადეობრივი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის კანონდარღვევა, რადგან რაღაცა ჯგუფი სასამართლოს ნებართვის გარეშე ახორციელებს მოსმენას. კანონდარღვევას უნდა ვებრძოლოთ კანონის შესაბამისად, ეს იქნება ოპერატიულ-ტექნიკური საშუალება თუ სხვა, თუმცა ეს საკამოდ რთულია, საკმაოდ რთულია ამ მოსასმენი აპარატურის ამოგდება და მისი გამჟღავნება.
ტექნიკა ისე წავიდა, რომ პორტატული იქნება თუ სტაციონარული სერიოზული მოსასმენი საშუალებები, იძლევა იმის საშუალებას, რომ მობილური ტელეფინის მოსმენა მოხდეს პროვაიდერების გარეშე. აქ უნდა ამუშავდეს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, ეს იქნება ოპერატიულ ტექნიკური თუ აგენტურული მეთოდით, რათა დადგინდეს ნაციონალების მობილური სპეცსამსახურები, მათი შემადგენლობა, დაფინანსების წყაროები და როგორ მოძრაობს ეს ფულის ნაკადები, რა არხებით გადის.
ეს არ უნდა იყოს ძნელი ჩვენი სპეცსამსახურებისთვის თუ კი, ისინი პროფესიონალები არიან. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ გვისმენენ, ეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძანება, რომ დაიწყონ გამოაშკარავება. ამას არ უნდა სჭირდებოდეს სპეციალური ბრძანება, მაგრამ რამდენად ეყოფათ პროფესიონალიზმი, ეს უკვე გამოჩნდება.
რამდენად ფართო არის მოსმენის არეალი? ცნობილია, რომ ლეგალურად ჰქონდათ შემოტანილი მოსასმენი აპარატურა, მაგრამ ეს არ იყო ოფიციალური დოკუმენტებით დაფიქსირებული...
- სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, რა სიძლიერის და რა რაოდენობის პორტატული მოსასმენი აპარატურა შემოიტანეს ნაციონალებმა. უნდა მოხდეს 2004-2012 წლის საბაჟო დოკუმენტაციის გადამოწმება - რა რაოდენობის ოპერატიული ტექნიკური საშუალება შემოვიდა საქართველოში და ვის მიერ, აქედან უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს საკმაოდ რთული აპარატურაა და მისი ექსპლუატაცია მოითხოვს შესაბამაის უნარ-ჩვევებს. ამიტომ, ვინც ნაციონალების დროს ამ კუთხით მუშაობდა, უნდა მოხდეს მათი გამოკითხვა, აქედან უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდება ვის ხელშია ეს აპარატურა, ვინ უკეთებს ამას ექსპლუატაციას, ამის დადგენა რთული არაა. შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული ადამაინი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ამ აპარატურას.