ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეები დაბრუნდნენ (ვიდეო)

ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეები დაბრუნდნენ (ვიდეო)

სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 149 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და  ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონი 6 თვის განმავლობაში  ბაზა ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდა. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ბატალიონის სრული შემადგენლობა სამშობლოში ეტაპობრივად რამდენიმე კვირაში იქნება.