ბილდტმა სააკაშვილის დაცვისთვის 3 მილიონ 600 ათასი ლარი მიიღო

ბილდტმა სააკაშვილის დაცვისთვის 3 მილიონ 600 ათასი ლარი მიიღო

შევედეთის პირველი დიპლომატი უარს ამბობს საჯარაოდ უპასუხოს, კითხვას რა გარაიგებაში იყო ის საქართველოს ყოფილ მთავრობასთან. კორუფშიაში დადანაშაულებული დიპლომატი „ტვიტერის“ მეშვეობით წერს, რომ მუშაობდა კომპანია „კრეაბში“, თუმცა, ამას „კორუფციასთან“ არავითარი კავშირი არ აქვს და ამ საკითხზე საქართველოში არავისთან არანაირი საუბარი არ ჰქონია, 2006 წლამდეც კი. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს გრიფით „საიდუმლო“ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წვერმა, გოგლა ჟვანიამ გაასაჯაროვა.

როგორც გრიფით „საიდუმლო“ ხელშეკრულებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობასა და კომპანია „კრეაბს“ შორის, რომლის დირექტორი კარლ ბილდტი იყო, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე. ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა. დოკუმენტაციის თანახმად, საქართველოს მთავრობას კომპანია „კრეაბის“ საკონსულტაციო მომსახურებაში აღნიშნულ პერიოდში გადახდილი აქვს 3 მილიონ 600 ათასი ლარი დღგ-ს გარეშე.

აღნიშნულ დოკუმენტებს ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძე აწერენ. თანხების მოძიება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხდებოდა, გადარიცხვას კი კანცელარია ახორციელებდა.

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ შვედეთის პირველი დიპლომატი დანიაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან პოლიტიკურ კორუფციაში დაადანაშაულა. ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე წარადგინა დოკუმენტები, რომელიც მისივე თქმით, ადასტურებს, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის კომპანიის სახელზე სააკაშვილის მთავრობა მილიონობით დოლარს და ევროს გზავნიდა.

მისივე განცხადებით,  ლობისტური კომპანია „კრეაბი“, რომლის დამფუძნებელიც ბილდტია, 2006-2008 წლებში გადარიცხულია მილიონობით ევრო. ხაინდრავას განცხადებით, თავდაპირველად კომპანიას ყოველ თვე 100 ათასი ევროს ურიცახვდნენ, ხოლო შედეგ უკვე 150 ათასი ევროს. ხაინდრავას ცნობით, ამის ამსახველი დოკუმენტაცია მან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა. 

შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას, ყოფილი მმართველი ძალის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და თვლის, რომ ხელისუფლების ქმედება ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.

საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგლა ჟვანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მის ხელთარსებული დოკუმენტით დასტურდება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ყოფილ ხელისუფლების ბიზნესკონტაქტები.

For.ge გოგლა ჟვანიას ესაუბრა.

ბატონო გოგლა, როგორ აღმოჩნდა გრიფითსაიდუმლოდოკუმენტი თქვენს ხელში და რატომ მიიღეთ მისი გასაჯაროვების გადაწყვეტილება? უმცირესობა თვლის, რომ თქვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მოქმედებდით...

- საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი და როდესაც ხელთ ჩამივარდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელიც აქტიურ და ამავე დროს ნეგატიურ განცხადებებს აქკეთებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია უნდა გამესაჯაროვებინა. რაც შეეხება ივანიშვილს და ღარიბაშვილს, ჩვენ თანაგუნდელები ვართ.

დოკუმენტებს, რომელიც მე გასაჯაროვე, აქვს ზურაბ ნოღაიდელის, ვლადიმერ გურგენიძისა და გიორგი ბარამიძის ხელმოწერები. თანხების მოძიება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხდებოდა, გადარიცხვას კი კანცელარია ახორციელებდა. ამ დოკუმენტაციას ედო გრიფი „საიდუმლო“, მაგრამ მე მივმართე მთავრობის კანცელარიას, მოეხსნა გრიფი და ისინი ჩემთვის გადმოეცა.

ამ გადარიცხვების და ხელშეკრულებების საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარლ ბილდტი ნამდვილად არ გამოდგება საქართველოში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ შემფასებლად, ვინაიდან აშკარად იკვეთება მისი კავშირები და ინტერესები სააკაშვილის ხელისუფლებასთან. კარლ ბილდტის არაობიექტურობაზე მიუთითებს ისიც, რომ მან საქართველოდან გაიწვია შვედეთის ელჩი, მას შემდეგ, რაც დიპლომატმა 2008 წელს ჩატარებული არჩევნები კრიტიკულად შეაფასა.

ამ დოკუმეტებით იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული?

- ბატონი კარლ ბილდტი საკმაოდ აქტიურია იმ მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ყოფილ ხელისუფლებას და ყოფილი პრეზიდენტს. ამ დოკუმენტებით ჩანს, რომ ეს ადამაიანი თავის შეფასებებში არ არის ობიექტური და ვერც იქნება, ვინაიდან საქმიან კავშირში იყო ყოფილ ხელისუფლებასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ბიზნეს კონტაქტებში. აშკარად, ის არის დაინტერესებული პირი.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, თუ მიმართეთ შვედურ მხარეს, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ შეისწავლონ ეს ხელშეკრულება და იკვეთება თუ არა კორუფციი ნიშნები?

- არის თუ არა დარღვევა, ამაზე უნდა იფიქრონ ჩვენი ქვეყნის თუ შვედეთის შესაბამისმა ორგანოებმა. ვიმეორებ, ეს ინფორმაცია ხელთ ჩამივარდა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გავსაჯაროვე. გავასაჯაროვე მხოლო იმისთვის, რომ ქართული საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო შევდეთის პირველი დიპლომატის ქმედება. ბოლო მომენტამდე ბილდტის კომპანიამ სააკაშვილის ხელისუფლებისგან 3 მილიონ 600 ათასი ლარი მიიღო. როდესაც ამხელა თანხებზეა ლაპარაკი, ძალიან ძნელია საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანი თავის შეფასებებში იყოს ობიექტური. თუ სამართალდამცავი ორგანაოები ჩათვლიან, რომ ამაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ეს მათი კომპეტენციაა.

ამავე საკითხზე დანიაში პრესკონფერენცია გამართა გოგა ხაინდრვამ, რომელმაც შვედი დილომატი კორუფციაში დაადანაშაულა. ანალოგიური შინაარსის დოკუმენტი თქვენ საქართველოში გაასაჯაროვეთ. ბატონო გოგლა, შეთანხმებულად მოქმედებით თქვენ და ხაინდრავა, რომ ერთდროულად გაგესაჯაროვებინათ ეს ხელშკერულება?

- გოგა ხაინდრავა ჩემი მეგობარია, ინტენსიური კონტაქტი გვაქვს. ბუნებრივია, ამ საკითხზეც ვისაუბრეთ, მაგრამ არანაირი შეთანხმება ჩვენ არ გვქონია. მე ჩემი მხრიდან გავასაჯაროვე, გოგამ კი თავის მხრიდან გაასაჯაროვა. რაც შეეხება ბილდტის კორუფციაში დადანაშაულებას,  ეს კითხვა უნდა დაუსვათ ბატონო გოგას. რაც შეეხება ჩემს განცხადებას, ეს ეფუძნება დოკუმენტებს, რომელიც ხელთ მაქვს. ამ დოკუმენტით დიახ, აშკარაა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდათ ბიზნესკონტაქტები. ეს არის თუ არა კორუფციული გარიგება, ეს არის საგამოძიებო ორგანოების სფერო. თუ დამატებით აღმოვაჩენ დოკუმენტებს, აუცილებლად გავასაჯაროვებ.

როგორ ფიქრობთ, შვედეთის პირველი დიპლომატაის კორუფციაში დადანაშააულება გახდება ორ ქვეყნას შორის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი?

- არ მგონია, რომ ეს აისახოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ასევე შვედეთშიც, კარლ ბილდტი მუდმივად არ იქნება ხელისუფლებაში.