დედაქალაქში „ყვითელი პრობლემის“ გადასაჭრელად, თბილისი მერი დავით ნარმანია, ახალ გამგაბლებთან ერთად, „თბილისის მიკროავტობუსს“ შეხვდა. ცალსახა გადაწვეტილება ერთ საკითხზე მიიღეს - მგზავრები „მარშრუტკებში“ ფეხზე აღარ იდგებიან. რაც შეეხება, მგზავრობის საფასურის შემცირებას, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი იქნება.
დავით ნარმანია და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლები კომპანიაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე შეთანხმდნენ. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, არსებულ პრობლემებს შორის არის მიკროავტობუსების კონდენცირების, მგზავრთა ფეხზე დგომისა და მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები.
„მგზავრთა გარკვეული ნაწილი დგას ფეხზე და უქმნის დისკომფორტს იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან. ცალკეული უბნები წარმოადგინეს გამგებლებმა, სადაც მიკროვატობუსების ოდენობა არასაკმარისია. არის უბნები, სადაც საერთოდ არ მიდის მიკროავტობუსები.
შევთანხმდით, რომ მგზავრები ფეხზე აღარ იდგებიან. ამასთან დაკავშირებით თავის წინადადებებს შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ წარმოადგენს. მომდევნო წლის გაზაფხულიდან ჩაირთვება კონდიცირების სისტემა, რათა ეს პრობლემა მოიხსნას მგზავრებისთვის“, - განაცხადა ნარმანიამ.
გარდა ამისა, მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებებზე გაუმჯობესდება სანიტარული მდგომარეობა და განთავსდება სველი წერტილები.
შეხვედრაზე მგზავრობის საფასურის ოდენობაზეც ისაუბრეს, რაზეც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ გახდება იქნება ტარიფებზე საუბარი.
„კომპანიამ წარმოადგინა ნაერთი ფინანსური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც ის ჯერჯერობით მოგებაზე ვერ გადის და ამიტომ ტარიფებს ვერ ამცირებენ. ჩვენ უნდა ვნახოთ ეს ფინანსური დოკუმენტაცია. მას შემდეგ რაც დეტალურად შევისწავლით დოკუმენტაციას, მოგვეცემა იმის თქმის საშუალება, რამდენადაა შესაძლებელი ტარიფის ცვლილება”, - აღნიშნა ნარმანიამ.
თავი მხრივ, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სამგზავრო ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ მანამდე კომპანიამ თბილისის მერიას სამგზავრო ტარიფის ადეკვატურობა უნდა დაუსაბუთოს.
როგორც კომპანიის დირექტორმა დავით ასანიძემ განუცხადა, კომპანია მზადაა, ტარიფის შესაბამისობა დაასაბუთოს, ხოლო თუ რომელიმე ტარიფი არაადეკვატურად ჩაითვლება, მას გადახედოს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ტარიფი აბსოლუტურად ადეკვატურია. ეს ყველაფერი სამუშაო რეჟიმში გამოჩნდება“, - აცხადებს ასანიძე.
მან დაადსტურა, რომ მერთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომელიც კომპანიის მიერ მგზავრთა გადაყვანის დროსაა შექმნილი - ფეხზე მდგომი მგზავრების საკითხი, კონდენცირების სისტემის სრულყოფილად მუშაობა და ა.შ.
ასანიძის ინფორმაციით, საუბარი იყო, მოსახლეობის მოთხოვნით ხაზების დამატებაზე, კომპანია კი მერიის სატრანსპორტო სამსახურთან ერთად ყველა შესაძლებლობას შეისწავლის - რამდენად საჭიროა ხაზების გახსნა და თუ საჭირო იქნება, აუცილებლად გაიხსნება.
კომპანიამ თავისი ხედვა მერიაში ორ კვირაში უნდა წარადგინოს. პრობლემის გადაჭრის გზების მოსაძებნად ორივე მხარე სამუშაო მზადყოფნაშია.