შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ შესაძლოა ადგილი ქონდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული დავალებები მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.
ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა.
- ეს ძალა უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს, ჩემთვის ცნობილია, ინფორმაცია იმის თაობაზე რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებული თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმენალად კონკრტული დავალებები და გეგმები მისცა.
მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები რომ შექმნას კარგად ორგანზიებული 500 კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თავლწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვასახვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვიცირება, შექმანან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმანა ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლოტიურ საზოგადოებაში.
მაგალითად, თავისუფალი ზონის წევრებს მიეცათ დავალება სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლებას სასწარაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისათვის.
საკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველში.
ეს არის ნაწილი გეგმისა რასაც სააკაშვილი გეგმავს. ამ გეგმას პირადად ვაცხადებ რომ განხორციელება არ უწერია! ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან , რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია. მათი სურვილები დარჩება სურვილებად. დღეს, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ბევრი მათგანის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ რომელი ორგანზიაცებიც თქვენ ჩამოთვალეთ, სამწუხაროდ ისინი არასამთავრიობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმდებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, ჩვენ არ დავუშვებთ რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია, ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვყანას საფრთხეს შეუქმნის, კნონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება!
თქვენ საკმაოდ სერიოზული ინფორმაციები ჩამოთვალეთ, რას აკეთებს სამინსიტრო ამის პრევენცისათვის?
- ჩვენ განვახორციელებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შესაძლოა ადგილი ქონდეს სახლემწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერ დავკონკრეტდები.