სიგარეტზე უარის თქმის შედეგად ქალი ახალგაზრდავდება

სიგარეტზე უარის თქმის შედეგად ქალი ახალგაზრდავდება

ცოტა ხნის წინ იტალიელმა მეცნიერებმა დაუჯერებელი აღმოჩენა გააკეთეს, რომელიც ქალბატონებს სტიმულს მისცემს, რომ მოწევას თავი დაანებონ.

სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ სიგარეტზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალები 9 თვის შემდეგ, 13 წლით ახალგაზრდავდებიან და წონაში იკლებენ.

დიეტოლოგმა ლიდია ლევანდოვსკიმ და დერმატოლოგმა ადელე სპრავინიამ 9 თვის განმავლობაში ორი შოკისმომგვრელი გამოძიება ჩაატარეს.

პირველში ორასმა არამწეველმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. კანის ობიექტური პარამეტრების გათვალისწინებით (ელასტიკურობა, მიკრორელიეფი), მეცნიერებმა სახის კანის ასაკის განმსაზღვრელი რთული სქემა შეიმუშავეს.

მეორე კვლევა 64 მწეველ ქალზე ჩატარდა. მათ ამ დამღუპველი ჩვევისთვის თავის დანებება ევალებოდათ და ყოველ სამ თვეში ერთხელ ანალიზის ჩაბარება და გამოკვლევის ჩატარება გახდა საჭირო.

შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მწეველ მონაწილეთა კანი საშუალოდ 13 წლით გაახალგაზრდავდა, ხოლო მათი წონა რამდენიმე კილოგრამით შემცირდა.

მიღებული შედეგებით, იტალიელებმა გავრცელებული მოსაზრება სრულად გაფანტეს, რომლის მიხედვითაც, ქალი მოწევაზე უარის თქმის შემდეგ, წონაში იმატებს.