ქათამი ელზასურად

ქათამი ელზასურად

ორი ცალი წიწილი ოთხად გავჭრათ და ტაფაზე შევწვათ ცხიმში. შემდეგ ავიღოთ და ტაფაზე დავალაგოთ დაჭრილი ღორის ქონი, დაკეპილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქამა სოკო და დანაყილი ნიორი, ცოტა ხანს ვშუშოთ, შემდეგ მოვაწყოთ თავზე ქათმის ნაჭრები. დავასხათ ერთი სირჩა კონიაკი.

ამის შემდეგ, კერძს მოვაყაროთ ფქვილი, დაფნის ფოთოლი, დარჩენილი ხახვის ნახევარი, ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დავუმატოთ წითელი ღვინო.

შევაზავოთ მარილით და წიწაკით. ვადუღოთ. 5 წუთის შემდეგ ხორცი ამოვიღოთ და წვენის დუღება განვაგრძოთ. როცა გამზადდება, ჩავალაგოთ შიგ ცხელი ხორცის ნაჭრები და ისე მივიტანოთ სუფრაზე.

ინგრედიენტები:

2 საშუალო ზომის წიწილი,

2 ს/კ ქათმის ცხიმი,

კარაქი ან ღორის ქონი – 60-100 გრამი,

8 თავი ხახვი,

125 გ ქამა სოკო,

1 სირჩა კონიაკი,

1/2 ლ წითელი ღვინო,

1 ფოთოლი დაფნა,

1 კბილი ნიორი,

1 ს/კ ფქვილი,

მარილი და პილპილი გემოვნებით.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.