არასრულწლოვანთა ტელეაუდიტორია - საფრთხე ქვეყნისთვის?

არასრულწლოვანთა ტელეაუდიტორია - საფრთხე ქვეყნისთვის?

ბავშვებისა და მოზარდების  20 % მომავალში კრიმინალურ აქტივობაში იქნება ჩართული. მოსახლეობის 50% სარისკო სიტუაციაში აღმოჩნდება. რისკ-ფაქტორები მედიის პოლიტიკაა.

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მედიის გავლენა არასრულწლოვნებზე შესწავლილია და დადასტურებულია და რომ ვირტუალური ძალადობის რეალობაში გაგრძელების საფრთხე 15 წლის  შემდეგ რეალურია.

სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანატოლებისაგან განსხვავებით ქართველი ბავშვებისათვის ძალადობის სცენები დაშვებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

წლების მანძილზე რეგულირების გარეშე გადაიცემა ბილწსიტყვაობის, სექსის სცენები, აგრეთვე სფეროები, რომელიც  შეზღუდულია არასრულწლოვანებისათვის. ამ თვალსაზრისით, ფსიქოლოგ გიორგი ყიფიანის აზრით, უპირველესი ამოცანაა აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა. მისი აზრით, დაუშვებელია ტელეპროპაგანდა, რომ ახალგაზრდობამ რეალიზაცია სპორტში, ინტელექტსა და აზარტულ თამაშებში თანაბრად მოახდინონ. პრაქტიკულად თაობები იზრდება, რომლებსაც მოლოდინი აქვთ, რომ ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ თუ არა, აზარტულ თამაშებში ჩაერთონ.

თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ყიფიანი ბავშვთა სექსუალიზაციაზეც  ამახვილებს ყურადღებას.

სოციალური მეცნიერებების კვლევის  ერ-ერთ განსაკუთრებუყლ სფეროს ბავშვებზე მედიის გავლენის შესწავლა წარმოადგენს.

ხუთი წლის მაძილზე მოქმედმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსმა დაიცვა თუ არა არასრულწლოვანთა აუდიტორია მავნე ზემოქმედებისაგან?

გიორგი ყიფიანი: წლების მანძილზე ქართულ არხებზე შეუზღუდავად გადაიცემა ძალადობის სცენებით გაჯერებული ფილმები. კოდექსით ნებადართულია ამგვარი სცენების 15 წამის განავლობაში ჩვენება. კოდექსის მიერ დაშვებული ნორმაუპრეცენდენტოა. ყველაზე მძაფრ, საშინელებთა ფილმებშიც კი ძალადობის სცენა არ გრძელდება 15 წამზე მეტს.

ჩვენგან  განსხვავებით, უცხოეთში ძალადობის შემცველი ფილმები და გადაცემები კატეგორიზებულია ძალადობის ინტენსივობის მიხედვით.

ქართულ რეალობაში ორი ტიპის დარღვევა ფიქსირდება. ტელეკომპანიები არასწორად  ანიჭებენ ამ სახის კინოპროდუქციას  12 წლიან ასაკობრივ შეზღუდვას. სხვა შემთხვევაში მიაწერენ უნივერსალურ   კატეგორიას ანუ ყველასათვის დასაშვებს. თქვენ მოიყვანეთ მაგალითი, როდესაც ყოველ დღე, საუკეთესო დროს 19 საათზე, გადიოდა სასტიკი ძალადობით გაჯერებული სერიალი, რომლის ჩვენება 18 წლის მოზარდებისთვისაც კი არ იყო დასაშვები.

ბავშვებზე მედიის ზემოქმედების ძალა ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამის მიუხედავად, ადასტურებთ მოსაზრებას, რომ ტელემედიას ზემოქმედების განსაკუთრებული  ძალა გააჩნია?

- მედიის გავლენა არასრულწლოვნებზე შესწავლილია და დადასტურებულია, რომ თუ ბავშვი მუდმივად უყურებს ძალადობის  შემცველ ფილმებს, 15 წლის შემდეგ იგი მეტ კრიმინალურ ქცევას გამოავლენს. მედიის გავლენა დადასტურებულია როგორც ძალადობის, ისე სექსუალიზაციის შემთხვევაშიც.

ჰიპერკომერციალიზაციამ  მედიის რეგულაცია ფაქტობრივად უგულებელყო. ეს პროცესი თანამედროვე მედიაში გარდაუვალი იყო, თუ მიზეზი კოდექსის არასწორ ინტერპრეტაციაში უნდა ვეძიოთ?

- მიზეზი თავად კოდექსია, რომელიც დარღვევით დაიწერა. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ, რა სტანდარტი არსებობს ევროპის ქვეყნებში და დარწმუნდებით, რომ კოდექსი ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ჩვენთან სატელევიზიო გადაცემების გასაჩივრება აიკრძალა ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოში. ტელეკომპანიებში შექმნილი „თვითრეგულირების ორგანო“ კი სასამართლოს იმიტაციაა. პრაქტიკულად ჩვენ ქვეყანაში გასაჩივრების უფლება შეიზღუდა, რაც ეწინააღმდეგება  ევროსაბჭოს რეკომენდაციებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციას.

შეგიძლიათ დაასახელოთ არხი, რომლის დღის სატელევიზიო ეთერი არ იყოს გაჯერებული არასრულწლოვანთა თვის შეუფერებელი მასალით?

- ასეთია რასაკვირველია ერთსულოვნება. დანარჩენ არხებზე, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ, აუარებელი დარღვევაა. ამის საფუძველი თავად კოდექსმა შექმნა. არ არსებობს სანქციები, რაც ტელეკომპანიას შემდგომი დარღვევებისგან თავს შეაკავებინებდა.  შედეგიც სახეზეა. ერთ-ერთ პოპულარულ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ გაუთავებელი ბილწსიტყვაობა გვესმის.

დადასტურებულია, რომ წლების მანძილზე, კატეგორიზაციის გარეშე ტრანსლირებული ტელე  შოუები ბავშვების სექსუალიზაციას ახდენენ. სექსუალიზაცია კი ბავშვის არასწორ განვითარებას იწვევს.

რაც მთავარია, აღნიშნული თემა მედიაში ტაბუირებულია. ზნეობრივი ნორმების განახლებაზე პუბლიკაციებს ბეჭდურ მედიაშიც ვერ მოიძიებთ.

ბოლო წლებში დღის მანძილზე ეკრანზე ტრიალებს ცხედრების უმძიმესი ფოტომასალა. ნებისმიერ დანაშაულის ანატომიას ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოსცემენ. არასრულწლოვანის ჯერ კიდევ მყიფე ფსიქიკაზე რამდენად ძლიერია რეალური ძალადობის ეფექტი?

- ასეთი კადრების ჩვენებით არასრულწლოვანი უგრძნობელი ხდება. იგი ვერ თანაუგრძნობს მსხვეპლს, რადგან შეგუებულია ძალადობას და სისხლს. მსგავსი კადრების დღის ეთერში ჩვენება საერთოდ არ უნდა ხდებოდეს.

ჩვენთან კი დილიდან საინფორმაციო გამოშვებების გამხსნელი სიუჟეტებია მკვლელობებისა და სხვა სახის ძალადობის ამსახველი მასალა. ეს იწვევს არასრულწლოვანის ფსიქიკის დეფორმაციას და სხვა ძალიან მძიმე ეფექტებს.

დასავლეთში არასრულწლოვანებისათვის უსაფრთხო მედიაგარემოს  შექმნა თავად ტაელეარხების მესაკუთრეთა ინიციატივითაც მოხდა. მათი ქართველი კოლეგების მისამართით წლების მანძილზე გაისმისფრაზა: „მედია არ ცდილობს არასრულწლოვანთა დაცვას მავნე ზეგავლენისაგან“. ვფიქრობ საშურია უწინარესად პროფესიონალთა მიერ მოხდეს ტელეგადაცემების დიფერენცირება და  გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა.

- აშშ-ში მოქმედი კონსერვატიული კატეგორიზაციის სისტემა თავად ტელეკომპანიების ხელმძღვანელების შექმნილია. აშშ-ში ერთი ბილწი სიტყვაც კი საკმარისია, რომ მხატვრული ფილმი 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის შეუფერებლად ჩაითვალოს, რაც განაპირობებს დღის საათებში  ამ ფილმის რეკლამის შეზღუდვას.

ამ ქვეყანაში ფილმის გადაღების დროს სწორედ კატეგორიზაციის სისტემით ხელმძღვანელობენ. ფილმის შემქნელებისათვის თავიდანვე ცნობილია მათი პროდუქცია რა ასაკობრივი კატეგორიით გავა ტელეეკრანზე. თუ ფილმი ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი, მისი რეკლამირება დღის საათებში არ ხდება.

ჩვენთან ყველაფერი ამოტრიალებულია. დღის მანძილზე ყოველ ნახევარ საათში ტრიალებს რეკლამა, სადაც ყვლაზე მძიმე   კადრებია შერჩეული, რაც არასრულწლოვანის ღირებულებების სისტემას ანგრევს.

გარდაუვალია ახალი ღირებულებებისა და რისკიანი ქცევების ჩამოყალიბება არ აისახოს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე. ამას თაობათა შორის განსხვავებულ ღირებულებებს ვუკავშირებ. ამ შემთხვევაში აუციებელია თუ არა მედიაგანათლება?

- მედიაგანათლება აუცილებელია იმ ქვეყნებშიც კი სადაც კატეგორიზაცია მოგვარებულია. ადრე თუ გვიან არასრულწლოვანი მაინც მოხვდება მედიის გავლენის ქვეშ და მშობელი მომზადებული უნდა იყოს მისი ფსიქიკაც დაუპირისპირდეს ასეთ ზეგავლენას.

ტელე მედიის მომხმარებლის უფლებებზე უწინარესად ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს. ჩვენთან კი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი საერთოდ გააუქმეს, რაც იმავე ჰიპერკომერციალიზაციის მაჩვენებელია.