შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან

შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან

უელსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან დერეკ შოლესთან  შეხვედრა გამართა.

საუბრის მთავარი თემა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის დაგეგმილი ვიზიტი იყო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩაკ ჰეგელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას. მხარეები ვიზიტის დროს განსახილველ საკითხებზეც შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს სამიტის შედეგები და ნატო-საქართველოს  არსებითი პაკეტის მნიშვნელობა განიხილეს, რომელსაც საქართველო სამიტზე მიიღებს. მიხეილ დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა პაკეტით გათვალისწინებული ზომების განხორციელებაში აშშ-ის მხარის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

მხარეები რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებსაც შეეხნენ.