შსს-მ ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1947 წელს დაბადებული ტარიელ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან ორი გასროლით, გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1963 წელს დაბადებულ გიორგი ო-ს ,რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).