უელსში, ნატოს სამიტის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერთა კონფერენცია გაიმართა. ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო. ფართო საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ საქართველოსთვის „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მინიჭების მნიშვნელობასა და უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა:
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ატლანტიკური საბჭოს ყველა ორგანიზატორს, რათა საშუალება მომეცით ახალგაზრდა ლიდერთა კონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა და ჩემი მოსაზრებები გამომეთქვა. სამიტის ფარგლებში, ჩვენ ნატოს გენერალურ მდივანთან და დელეგაციის სხვა წევრებთან გავმარტეთ შეხვედრები. დასაწყისში იყო საუბარი, რომ საქართველო უელსის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას არ მიიღებდა, რადგან მიმდინარე სამიტზე ნატოს გაფართოება არ იგეგმება. ეს სამწუხაროა ჩვენთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, მაგალითად უკრაინაში, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. იგივე ვითარება იყო საქართველოში 2008 წელს.
ნატოს სამიტზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერას აქტიურად გამოხატავენ, ასევე აღნიშნავენ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ავღანეთში შეაქვს. ჩვენ ISAF-ის მისიაში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა ვართ. ასევე, ვაპირებთ ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგაც დავრჩეთ. საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკაშირის ეგიდით წარმოებულ მისიაშიც ჩაერთო.
საქართველომ, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ დემოკრატიული განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამის ნათელი მაგალითია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული გზით მოხდა. ყოველივე ეს ადეკვატურად უნდა შეფასდეს და გაჟღერდეს სამიტზე. იმედი მაქვს, რომ მიღწეული შედეგი სამიტის დეკლარაციაში აისახება. საქართველომ, როგორც პარტნიორმა ქვეყანამ, ნატოსთან მაქსიმალურ ურთიერთთავსებადობას მიაღწია. ჩვენ ეგრეთ წოდებული „ოქროს ბარათი“ გვაქვს შვედეთთან, ნორვეგიასთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად. ნატო მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია არ არის. პირველ რიგში ეს ალიანსი დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებაა. მსურს, რომ მალე შევუერთდეთ მათ რიგებს. ამიტომაც მივისწრაფვით განვავითაროთ მართლმსაჯულება, სამართალდამცავი სტრუქტურები, უსაფრთხოების სექტორი. მაგრამ, ინტიტუტების რეფორმირების მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები მხედველობაში მიღებული სათანადოდ იქნება. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, სამიტისგან კონკრეტული მოლოდინები მაქვს: 1. საქართველო შეფასდეს ნატოსთან მაქსიმალურად თავსებად პარტნიორ ქვეყნად; 2. ნატოსთან თანამშრომლობის პაკეტში ასევე გათვალისწინებულია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ესაჭიროება თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება - საჰაერო თავდაცვა, შეიარაღება, რომლებიც მხოლოდ თავდაცვით მიზნებს მომესახურება; 3. იგეგმება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მოსამზადებელი ცენტრის შექმნა.
ვგეგმავთ, რომ სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციისთვის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში მთავარი ბირთვი შევქმნათ. გვინდა, რომ ნატო საქართველოში და მოკავშირე ქვეყნების ჯარები ჩვენს მიწაზე მეტად იყოს წარმოდგენილი. ყოველივე ეს, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების წყალობით, საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტად წაახალისებს და მისი, როგორც საზოგადოების უკეთესად განვითარდეს შეუწყობს ხელს. იმედი გვაქვს რომ მომავალი სამიტი იქნება ნატოს გაფართოების სამიტი იქნება, სადაც საქართველო ალიანსის წევრობას მიიღებს.
ჩვენ უკრაინის მსგავს სიტუაციაში 20 წლის მანძილზე ვიმყოფებოდით. სწორედ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო კონფლიქტები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში. იმ დროს ხელისუფლებაში გასამხედროებული ძალების აკუმულირებას ჰქონდა ადგილი, რომლებსაც მათი ლიდერები ცენტრალური ხელისფლების წინააღმდეგ განაწყობდნენ. უკრაინაში კიდევ უფრო მწვავე შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო მდგომარეობს იმაში, რომ თავიდან აიცილო მოწინააღმდეგე ძალების ინფლიტრაცია ინსტიტუტებში. ეს იყო ნომერ პირველი პრობლემა უკრაინაში. რუსეთმა მოახერხა უკრაინის თავდაცვის სისტემებში შეღწევა, რამაც ხალხზე გარკვეული ზეგავლენა მოახდენა. მეორე საკითხია სადაზვერვო მოწყობილობების სწორი გამოყენება. მესამე და ყველაზე მთავარი იარაღი შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების მოტივაციაა, რათა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლონ. ეს მოითხოვს ძლიერ იდელოგიასა და იდენტობას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ტრაგიკულია, თუმცა ეს უკრაინელ ხალხს საკუთარი იდენტურობის შენარჩუნებაში ეხმარება. ვფიქრობ, არსებული მდგომარეობა უკრაინელ ერს გააერთიანებს, რაც საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა შესაძლებელი. ჩვენ, ქართველები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს საკმაოდ მტკივნეულად აღვიქვამთ, რადგანბ იგივე განვიცადეთ რამდენიმე წლის წინ და კარგად გვესმის რას ნიშნავს რუსეთის ფედერაციასთან საბრძოლო მოქმედებების წარმოება. ასე რომ, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუზიარებთ მიღებულ გამოცდილებას. 2008 წელს დაშვებული შეცდომები უკვე შესწავლილია და ანალიზის სედეგები უკვე გავუზიარეთ უკრაინელ ხალხს. ასევე, ვაპირებთ მათ თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობაში გავუწიოთ დახმარება, რომელიც ამჟამად ტრანფორმაციას განიცდის და აღარ დაექვემდებარება პოლიტიკური და სამოქალაქო კონტროლს. ჩვენ იგივე რეფორმა წარმატებით განვახორციელეთ. ნატოს წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ ჩვენი ინსტიტუციონალური გამოცდილება შეგვიძლია სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად უკრაინას გავუზიაროთ“.