უელსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან ტომაზ სიმონიაკთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
საუბრის მთავარი თემა ნატოს სამიტი და „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მნიშვნელობა იყო, რომელსაც საქართველო სამიტის შედეგად მიიღებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ნატოს სამიტის შედეგად მიღებული პაკეტის იმპლემენტაციაში გაუწევს დახმარებას.
კოლეგებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშორმლობის საკითხებიც განიხილეს