ყაზბეგიდან გზააბნეული ტურისტები ჩამოიყვანეს

ყაზბეგიდან გზააბნეული ტურისტები ჩამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, დაბა გუდაურის ზემოთ არაგვის ხეობის ერთ-ერთი კლდიდან გზააბნეული ტურისტები ჩამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურის ზემოთ, არაგვის ხეობის ერთ-ერთ კლდეზე იმყოფებოდა სამი მოლაშქრე, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. რთული რელიეფის გამო, სამაშველო ჯგუფმა ვერ მოახერხა ადგილამდე მისვლა,რის გამოც საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველებმა გზააბნეული სამი ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს თბილისში.