შინაგან საქმეთა მინისტრი დარიალის ხეობაში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი დარიალის ხეობაში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება. უამინდობის  და უხვი ნალექის გამო დროებით შეჩერდა დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით: „იყო დიდი ნალექიანობა, რამაც გამოიწვია ხელახლა ახალი ღვარცოფისმოვარდნა. ამ ეტაპისთვის გარკვეული ნაწილი და პრობლემა აღმოფხვრილია. მიმდინარეობს მუშაობა, სავარაუდოდძალიან ახლო მომავალში აღმოფხვრილი იქნება ყველა ეს პრობლემა და საბაჟო გამშვები პუნქტი გააგრძელებსჩვეულებრივ მუშაობას. მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებულნი არიან ჩვენი თანამშრომლები დაშესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც გვამცნობს საფრთხეს. გამეორების შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ მყისიერრეაგირებას".