სასჯელაღსრუელბის მინისტრს ადვოკატების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. გიორგი მღებრიშვილის მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის წარმომადგენლები ზვიად კუპრავა და კობა სიბაშვილი. საქმე ეხება მინისტრის 135-ე ბრძანებას, რომლითაც ცვლილება შევიდა 2011 წლის 30 მაისის 97-ე ბრძანებაში, რომელიც მიმართულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.
„საჯელაღსრულების მინისტრმა მოსვლისთანავე, ნაცვლად იმისაб რომ შეეზღუდა მაყურებლებისთვის პრივილეგიები და გადაერჩინა პატიმრების სიცოცხლე, მიიღო ბრძანება 135 რომლის მიხედვითაც, ადვოკატებს შეეზღუდათ საქორწინო ბეჭდითა და საათით გადაადგილების უფლება, ეს მაშინ, როდესაც ციხეში პრივილეგირებული პატიმრები დღემდე სარგებლობენ აღნიშნული ნივთებით. მინისტრმა გამოავლინა არაკომპეტენტურობა და ჩვენ მოუწოდებთ მას, გააუქმოს ეს ბრძანება. ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია თანამშრომლების და ადვოკატების“, - აცხადებენ რეფორმირების ცენტრის წარმომადგენლები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ კვების იმ პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების სია გამოაქვეყნა, რომელთა საპატიმრო დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია. სამინისტრო მინისტრის 14 აგვისტოს ბრძანებას დაწესებულ შეზღუდვებთად დაკავშირებით „უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ მიზეზით ხნის.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს 135-ე ბრანებით ცვლილება შევიდა 2011 წლის 30 მაისის 97-ე ბრძანებაში, რომელიც მიმართულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა იმ ნივთების, პროდუქტების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ნუსხა, რომელთა შეტანა აკრძალულია საპატიმრო დაწესებულებაში ბრალდებულთან და მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისთვის.
სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ბრძანების მიზანია აღმოიფხვრას დღემდე არსებული ბუნდოვანება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესატან აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით, რითაც მოხდება შესაბამისი დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო თვითნებობის პრევენციაც.
„სამინისტრომ არაერთხელ მიიღო წერილი თავად ადვოკატებისგან, სადაც ისინი ითხოვდნენ მითითებას იმ სამართლებრივ აქტზე, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა აკრძალული ნივთები. მოცემული ბრძანებით განისაზღვრა ნივთების ის მინიმალური ჩამონათვალი, რომელთა შეტანა სასჯელაღასრულების დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის კუთხით განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია.
აღნიშნული კონკრეტული სივრცისთვის საფრთხის შემცველი ნივთების იდენტიფიცირება მოხდა მრავალწლიანი პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. ასევე, გათვალისწინებული იქნა საუკეთესო უცხოური გამოცდილებაც. შედეგად, მათი სტატუსი განისაზღვრა მოცემული სამართლებრივი აქტით და ეს პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისკენ კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯია“, - აცხადებენ სამინისტროში.
გარდა ამისა, გიორგი მღებრიშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ 135-ე ბრძანებით არ იკრძალება საკულტო-რელიგიური ნივთები. უწყებაში ამბობენ, რომ აკრძალული ნივთების სიის განსაზღვრა ნაკარნახევია მხოლოდ პატიმარის და მისი გარემოცვის უსაფრთხოების მოტივით და არ არის მიმართული რელიგიური უფლებების შეზღუდვისკენ. აკრძალული ნივთების ნუსხაში შესულია ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაშვებულია, მაგალითად - ხის ჯვრის, ხატის, ფსკვნილისა და სხვა რელიგიური ნივთების შეტანა.
For.ge გთავაზობთ, იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა საპატიმრო დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის.
ცივი იარაღის ყველა სახეობა, სატრანსპორტო საშუალებები, ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი, ოპტიკური ხელსაწყოები -სათვალეები (გარდა ოპტიკურისა).
საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავის და ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი, არაგამჭვირვალე შეფერილობის მქონე სითხე. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები. გადასამრავლებელი აპარატები. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები. ხელჯოხები. ბანქო.
ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები). ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა). კომპასები. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ იმ პროდუქტებისა და ნივთების განსაზღვრას, რომლის შეტანაც საპატიმროებში იკრძალება, დადებითად აფასებს ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომლის განცხადებით, ახალი ბრძანება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაციას მოაწესრიგებს.
„ადვოკატების მხრიდან ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მოდიოდა იმაზე, რომ არ მომხდარიყო საეკლესიო ნივთების შეტანის აკრძალვა. რამდენადაც ვიცით, ამ კუთხით შეზღუდვები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს კარგი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან წინამორბედი მინისტრის ბრძანებაში გარკვეული ბუნდოვანება გვხვდებოდა – არ იყო ნათელი, რისი შეტანა შეიძლებოდა ციხეებში და რისი - არა, რის გამოც გარკვეულ პრობლემას ვაწყდებოდით.
ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის კარგია, როცა წინასწარ მეცოდინება, რა ნივთის შეტანის უფლება მაქვს და რისი - არა. ამასთან, ახალი ბრძანების შემდეგ, გამორიცხული იქნება ადვოკატის მიმართ რაიმე კითხვები გაჩნდეს, თუკი მის დაცვის ქვეშ მყოფს რომელიმე აკრძალული ნივთი აღმოაჩნდება, რადგან დაწესებულებაში შესვლამდე გავდივართ მკაცრ შემოწმებას. ასე რომ, ვფიქრობ, ეს გაცილებით დაალაგებს სიტუაციას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.
რაც შეეხება ზოგიერთი ადვოკატის უკმაყოფილებას, რომ მსჯავრდებულებს ფერადი ლითონის ქონა ეკრძალებათ, მისი განცხადებით, მსგავსი რეგულაცია მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაშია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს. შესაბამისად, მისი თქმით, ახალი კანონი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტთან. ახალი რეგულაციების დაწესებას მიესალმება ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.
„ის, რომ აკრძალულია ძვირფასი ლითონის თუ სამკაულების და საერთოდ ძვირფასი ლითონის შეტანა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სწორია. მაგრამ როდესაც ადვოკატი შედის რომელსაც საყურე ან ბეჭედი უკეთია, აი აქ დგება ორი პრობლემა. შეიძლება ოქროსფერია და ვერ არჩევდეს ადამიანი ოქრის ფერია თუ ოქროა. დეტექტორს ხომ ვერ დააყენებენ იმის გასაგებად ოქროა თუ არა. მე-8 დაწესებულებაში ერთი-ორმა ადამინმა მითხრა, რომ ამ მძვრება ეს ბეჭედი, გადამეკიდნენ მოიძვრე ბეჭედიო, არ მძვრება თითს ხომ არ მოვიჭრიო, ასეთი უხერხული სიტუაცაიის თავიდან აცილებისთვის დამატებითი ზომებია მისაღები“, - აღნიშნა for.ge-სთაან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილმა.