შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშოლებმა 5 პირი დააკავეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშოლებმა 5 პირი დააკავეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშოლებმა 5 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) და 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

ახალგაზრდების ჯგუფი გალაქტიონის ხიდზე ღებავდნენ ხიდის მოაჯირს, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებაა და კანონით აკრძალულია. სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს მოუწოდეს შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხუთივე პირი დააკავეს.