ევროპისთვის კარგია, რაც უფრო მეტი ქვეყანა შეიწოვს ამ ლტოლვილებს...

ევროპისთვის კარგია, რაც უფრო მეტი ქვეყანა შეიწოვს ამ ლტოლვილებს...

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდება, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. ამ ქვეყნებს შორის არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, უვიზო რეჟიმით 118 ქვეყანა სარგებლობდა.

იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.

იგივე წესი ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კონკრეტული ვადები (აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი). საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ახალი სავიზო რეგულაციები თანხვედრაში მოდის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან. მისივე განცხადებით, ეს არის მიგრაციის საკითხის დასარეგულირებლად წინგადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ძალიან დიდი მუშაობა უძღოდა წინ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდება, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ჩაქარობს ამ ქვეყნების გასაჯაროვებას. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მთავარობის უკანასკნელი გადაწყბეტილება წინგადადგმული ნაბიჯია იმისათვის, რომ ქვეყანაში რეალურად ამოქმედდეს კანონი მიგრაციის შესახებ. თუმცა, პოლიტოლოგისთვის გაუგებარია აფრიკულ თუ აზიურ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესება, რა მოგებას მოუტანს ქვეყანას როგორც პოლიტუკური, ასევე ეკონომიური თვალსაზრისით.

„ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის სიაც გამოაქვეყნოს, საქართველოს მოქალაქეებს რომელ ქვეყნებში აქვს უვიზოდ ჩასვლის უფლება. ეს არის მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი და თურქეთი. ისრაელმა ამდაგვარი გამოაცხადა, მაგრამ ტექნიკურად არაა მომზადებული.

ჩვენ კი, ისეთი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ გავხდით ხელგაშლილი, რომლის მოძიებაც კი, გაგვიჭირდება რუქაზე. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ სავიზო რეჟიმი გამკაცრდა, მართებული არ არის. უბრალოდ მიგრაციის კანონის ამოქმედების შანსი გაგვიჩნდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განმარტებით ევროკავშირთან კონტაქტი კარგია, მაგრამ ამ კონტაქტებმა ქვეყნისთვის ცუდი შედეგები არ უნდა გამოიწვიოს. მისივე განცხადებით, უვიზო რეჟიმი აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან, საქართველსთვის სიკეთის მომტანი არანაირად არ იქნება.

„წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება. ვინაიდან, აფრიკულ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება დაკავშირებული რისკებთან, გარდა დაავადებისა არის სხვა არისკებიც. ჩვენ ხომ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში.

რასაკვირველია, ევროპას აინტერესებს რაც უფრო მეტი ქვეყანა იქნება გახსნილი აფრიკელი ლტოლვილებისათვის. თვითონ ევროპა ვერ ერევა ამოდენა მასას. ყოველდღე 200-500 აფრიკელი ლტოლვილი ჩადის იტალიაში და იქიდან კი, ევროპაში გადადიან. ასეთ პირობებში ევროპისთვის კარგია, რაც უფრო მეტი ქვეყანა შეიწოვს ამ ლტოლვილებს.

საქართველოს სჭირდება ამდენი ლტოლვილივი, როდესაც ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა?! რასაკვირველია - არა. ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით ეს არაა სწორი პოლიტიკა. ევროკავშირთან კონტაქტები კარგია, მაგრამ ისე არ უნდა გამოგვივდეს, რომ კარგს უკვე მოჰყვეს ცუდი. ქვეყნისთვის ძალიან ცუდია აფრიკულ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ. 

„ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის სიაც გამოაქვეყნოს, საქართველოს მოქალაქეებს რომელ ქვეყნებში აქვს უვიზოდ ჩასვლის უფლება. ეს არის მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი და თურქეთი. ისრაელმა ამდაგვარი გამოაცხადა, მაგრამ ტექნიკურად არაა მომზადებული. ჩვენ კი, ისეთი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ გავხდით ხელგაშლილი, რომლის მოძიებაც კი, გაგვიჭირდება რუქაზე. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ სავიზო რეჟიმი გამკაცრდა, მართებული არ არის“.