საქართველოს სურს ხელი შეუწყოს მშვიდობის ქარს

საქართველოს სურს ხელი შეუწყოს მშვიდობის ქარს

პაპი ფრაცისკი მოუწოდებს იარაღის გამოყენების შეჩერებისკენ

პაპი ფრანცისკის მიმართვამ, მთელ მსოფლიოში სხვადასხვა საომარი მოქმედებების იარაღის გამოყენების ,,შეჩერებაზე" , გაგვახსენა 2008 წლის ნაღვლიანი დღეები, რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიცშესაძლებელია ყოფილიყო მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი.

ეს ისტორიკოსების, გეოპოლიტიკის  მეცნიერების და მნიშვნელოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაა. მაგრამ ეს  უტყუარ ფაქტად რჩება.  საერთაშორისო დიპლომატიის და, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების გვერდში დგომით  მოხდა ის, რომ  თავიდან იქნა აცილებული არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო დამძიმება, რომელსაც შეეძლო ისეთი გაუთვალისწინებელი შედეგების გამოწვევა, რაც შეცვლიდა გეოპოლიტიკურ წონასწორობას. არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ეკონომიური ურთიერთობების მთელ სისტემაში აღმოსავლეთსა და დასვლეთ შორის. შეერთებული შტატებს ერთი ნაბიჯი აშორებდა კონფლიქტში ჩართვისაგან შავ ზღვაში, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვიტეს თავი შეეკავებინათ ასეთი ქმედებებისაგან სააკაშვილის მთავრობის სასარგებლოდ. საქართველომ ამ კონფლიქტის შედეგად დაკარგა ორი მნიშვნელოვანი რეგიონი: სამხრეთ ოსეთიდა აფხაზეთი, იმ დროისათვის  თვითგამოცხადებული სახელმწიფოები, რომლებიც დღემდე საერთაშორის თანამეგობრობის არცერთ ქვეყანას, გარდა პუტინის რუსეთისა, არ უღიარებია როგორც დამოუკიდებელისახელმწიფოები.

იმ დროისათვის საქართველოში ახალი მომხდარი იყო ,,ვარდების რევოლუცია' მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც წარმოაჩინა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების სურვილი.მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა პარტიამ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' გაიმარჯვა არჩევნებში. მმართველობის პირველ პერიოდში მან განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. მათ შორის პოლიციის რეფორმა, რომელმაც საქართველო აიყვანა  პროგრესული ერების დონეზე. სააკაშვილის ხელმეორედ არჩევის შემდეგ ქვეყანა შევიდა სუსტ ფაზაში, რაც გამოწვეული იყო მთავრობის მიერაც, რომელმაც, მნიშვნელოვანი საერთაშორისოდამკვირვებლების შეფასებებით, რეალობის შეგრძნება და ხალხთან ყოველგვარი კონტაქტი დაკარგა. ამან გამოიწვია გამოსვლები, გაფიცვები და სახალხო პროტესტი. სრულიად დასუსტებული  ოპოზიცია, დაყოფილი დადანაწევრებული იყო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებად, რომლებსაც არ ჰქონდათ ურთიერთშეთანხმების უნარი. ამ ერთმანეთისაგან შორს მყოფი პარტიების გაერთიანება და ახალი კოალიციის „ქართული ოცნება" დაარსება შეძლო მილიარდერმა და ფილანტროპმა ბიძინა ივანიშვილმა.  თამამი არჩევანით, დასაბამი მისცა ძლიერ კოალიციას და შეძლო სააკაშვილის ,,ნაციონალური მოძრაობის' წინააღმდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშo გამარჯვების მოპოვება. ბიძინა ივანიშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ინოვაციური და დროული გადაწყვეტილების შედეგად, რამოდენიმე თვის შემდეგ, მთავრობის მართვა მიანდო ,,ქართული ოცნების' ახალგაზრდა ლიდერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც იქამდე იყო შესანიშნავი შინაგან საქმეთა მინისტრი. მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის მძიმე ბრალდებები დასავლეთის პოლიტიკური ხაზიდან ქვეყნის დაშორების შესახებ, რომელსაც აქამდე ერთგულად მისდევდა საქართველო. კრიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ფაქტებით არის გაბათილებული. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი დასტური, რამდენიმე კვირისწინ, 2014 წლის 27 ივნისის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაა, რომელსაც ხელი მოაწერა ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი პოლიტიკური და ინსტიტუციონალური პასუხისმგებლობისა, გაცხადებული და სანქცირებული, ყოველგვარი დამტკიცების, გამოცდის, დაშინებისა და რეპრესიების გარეშე, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება და ლეგიტიმური სურვილია გახდეს ნატოს წევრი.  ეს ის პრიორიტეტია, რომელმაც ქართველების ნდობა გააძლიერა ახალი მთავრობის მიმართ, რომელიც ამჟამად ადგას რეფორმების გზას, რაც გამოიხატება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების რეორგანიზაციაში, ადამიანის უფლებების და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პატივისცემაში.

ეს მაგალითი მოდის კავკასიის პატარა ერიდან,  რეგიონიდან, რომელიც დღეს დიდი საერთაშორისო დაძაბულობის ცენტრია. ეს არის უთანხმოების ზონა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, დიდი მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ტერიტორიის კონტროლზე.  საუკეთესო გადაწყვეტილება არის ურთიერთგაგება და  დიალოგი: ასე უნდა იყოს აგრეთვე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთშიც. სამწუხაროდ, ისტორიულმა დაპირისპირებამ ისრაელსა და პალესტინას შორის, ვერაფერი გვასწავლა. სამხედრო დაპირისპირებამ მხოლოდ ნგრევა და სიკვდილიანობა გამოიწვია. დროა, რომ მსოფლიომ, დიდმა ერებმა, იგივე ევროპამ, მოუხმოს კეთილგონიერებას.

საქართველოს ახალი დაპირისპირებები კი არ სურს, არამედ სურს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს მშვიდობა. მისი მთავარი მიზანი ტერიტორიული გაერთიანებაა, სხვებთან მტრობის გარეშე, ასევე - რეგიონში წონასწორობის კონსოლიდაციაა ევროპასთან ინტეგრაციასთან ერთად, იმ ევროპასთან, რომელმაც 1992 წელს პირველად აღიარა, როგორც დამოუკედებელი სახელმწიფო. .

http://www.approdonews.it/index.php/component/content/article/39-mondo/49429-la-georgia-vuole-alimentare-il-vento-della-pace.html