შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისიებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზაზა ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, ერთ-ერთი რესტორანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით წელის არეში ჭრილობა მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ვიტალი შ-ს. ამ დროისთვის დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ზაზა ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდიარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).