„ყველაზე დიდი გარეწარი ნაცზონდერ ჟურნალისტი“, „რასაც ბასილაია აკეთებდა ეს არ იყო ჟურნალისტობა, ეს იყო უმანმუსობა“, „ბასილაია ქართული ჟურლაისტიკის სირცხვილი“ „ეს არის „ქართული ოცნების“ დიდი გადაფურთხების ალოკვა“, - ასე გამოეხმაურნენ ჟურნალისტები მალხაზ ბასილაიას, იგივე „სამეგრელოს ალისტრახოს“ საჯარო უწყებაში დანიშვნას და პრემიერ-მინისტრისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ. ხელისუფლებისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ დრომდე ამ სკანდალურ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ახდენილი „ქართული ოცნება“ - ალისტრახო როხვაძე - ამერიკაში, მალხაზ ბასილაია - საჯარო სამსახურში. საზოგადოებას კარაგად ახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კამერებით შეიარაღებული ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც მათ სახლებშიც კი უვარდებოდნენ. შსს-ს მიერ საგანგებოდ შექმნილ „მედია ჯგუფს“ საკურატოროდ რეგიონები ებარათ. დავალები კი ასეთი იყო - მაქსიმალური ხელის შეშლა, ჟურნალისტებს არ გადაეღოთ ის ფაქტები, რომელიც ასახვდა რეჟიმის დანაშაულს. კითხვაზე, თუ რომელ მედია ორგანიზაციას წარმოადგენდნენ ე.წ. ჟურნალისტები, ვერ აკონტრეტებდნენ.
ალისტრახო როხვაძისგან და ბიჭიკო გვენეტაძისგან განსხვავებით, გაუმართლა მალხაზ ბასილაიას, რომელსაც სამეგრელოს რეგიონი ებარა. ბასილაიამ არჩევნებამდე მოულოდნელად ახალი ამბების სააგენტო smo.ge დაარსა. მაშინ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს სააგენტო მას შეუქმნეს იმისათვის, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე ჟურანლისტის სატატუსით ევლო და შეხვედრაზე მისული ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელი შეეშალა.
მაგალითისთვის, სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე კამერით ხელში მისულმა ბასილაიამ შესჩივლა, რომ მას ხელს უშლიდანენ მუშაობაში მისი პრეს-სამსახურის თანამშრმლები, თუმცა როდესაც ივანაიშვილმა მოსთხოვა ფაქტის დასახელება, ბასილაიამ, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი ვერ დაასახელა. ახალი ამბების სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთივე წარმატებით დადიოდა როლანდ ახალაიას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, თუმცა ამ შემთხვევაში მისი ფუნქცია არა ჟურნალისტური მოვალეობის შესრულება, არამედ ტაშის დაკვრა იყო.
ბასილაია, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, სამეგრელოს რეგინში „მე-9 არხისა“ და „ინფო9“-ის ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ ძლევდა, აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც სისხლის სამართლის კოდექსისი 154-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია. ბასილაია ერთ-ერთი იყო რომელიც სწორედ 154-ე მუხლი გათვალისწინებულ დანაშაულს სჩადიოდა.
თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „სამეგრელოს ალიტრახოდ“ ცნობილმა ბასილაიამ ფერი იცვალა. დღეს ერთდროულად მუშაობს ორ საჯარო უწყებაში - ენგურჰესისა და აფხაზეთის მთავრობის პრეს-სამსახურში. ბასილაიას საჯარო უწყებაში დაწინაურების შესახებ ინფორმაცია ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, გიორგი სიგუამ გაავრცელა.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარეწარი ნაცზონდერ ჟურნალისტი. სააკაშვილის ჯიბის ჟურნალისტი, რომელიც 1-ელ ოქტომბრამდე ცდილობდა ცხოვრებისთვის შეეშალა ხელი. მართლაც უცნაურია, რომ ეს ადამიანაი დღეს მოგვევლინა სამ სამსახურში დასაქმებულ ადამიანად, აფხაზეთის მთავრობის და ენგურჰესისი პიარშია დასაქმებული და პლუს აქვს სააგენტო. ეს ნაძირალა ალისტრახო ორ საჯარო სამსახურში „პიარისტობს“, ჟურნალისტობს“ და საკმაოდ თბილადაც გრძნობს თავს“, - აცხადებს გიორგი სიგუა.
ენგურჰესში და აფხაზეთის მთავრობაში ადასტურებენ, რომ მალხაზ ბასილაია პიარის სამსახურში კონტრაქტის საფუძველზე მუშაობს. სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ოთარ გოგოხია ამბობს, რომ ბასილაია დღეს სამსახურს სჭირდება. მეტიც, გოგოხია ამბობს, რომ ბასილაია გამოსწორდა და სახელმწიფოებრივად აზროვნებს.
„მთავარია დღეს როგორ აზროვნებს, იგი სჭირდება სამსახურს. რაღაცა საზღვართან არის დაკავშირებული, კონკრეტული დავალება აქვს. მთავარია დღეს როგორ არის და როგორ ფიქრობს, ვინაიდან დღეს უნდა ფიქრობდეს სახელმწიფოებრივად. დღეს ჩვენს სახელმწიფოს უნდა, ის რაც უნდა და მთავრობას უნდა უჭერდე მხარს“, - აცხადებს ტელეკომპანაია „TV3“-თან ოთარ გოგოხია.
მიუხედავად იმისა, რომ გოგოხია ადასტურებს ბასილიას სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში დასაქმების ფაქტს, თბილისში მოქმედმა მთავრობის პრესსმსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და ბასილაიას უწყებაში მუშაობის ფაქტი უარყო. For.ge-ს ინფორმაციით ბასილაია უწყებაში კონტრაქტის საფუძველზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით აიყვანა ოთარ გოგოხიამ.
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ პირველ რიგში მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან სამინისტროები, სახელწიფო უწყებები, პროკურატურა, სასამართლო და უმაღლესი ეშელონების სტრუქტურები ყოფილი ხელისუფლების დროინდელი ზონდერ-კადრებით და ჩინოვნიკებით არიან დასაქმებული.
„როდესაც ზონდერების დაწინაურება ხდება, ძალაუნებურად ფიქრობ, რომ მთავრობა ან ვერ ახერხებს „ფხის გამოჩენას“ და საკადრო პოლიტიკა პრაქტიკულად არ გააჩნია, ან სპეციალურად არ ცვლის ამ ხალხს და ზუსტად ამ „ზონდერებზე“ აკეთებს სწორებას. ორივე ვერსია ქვეყნისთვის დამღუპველია. რეგიონებში ხომ საერთოდ რა ხდება კაცი ვერ გაიგებს. ოცნების რაღაც ახალი „კასტა“ ჩამოყალიბდა მერების და გამგებლების დეიდაშვილ-მამიდაშვილების, მეგობრების, ცოლის დაქალები და ძმაკაცების და ნაცებისდროინდელი ზონდერების ახალი „ნაზავი“, რომლებიც ხშირ შემთხვევებში, იმაზე უარესს აკეთებენ, ვიდრე ეს სააკაშვილის მმართველობის დროს იყო“, - ამბობს გიორგი ფოფხაძე.
მისივე განცხადებით, მისთვის „ალისტრახოების“ დასაქმება სულაც არ იყო გასაკვირი. ფოფხაძე ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ახალმა მთავრობამ „ალისტრახოებზე“ გააკეთა სწორება და პირიქით დაუსაქმებელი და „გადაგდებული“ დატოვა ის ადამიანები, რომლებიც, ამ მთავრობის მხარდამჭერები იყვნენ და მათი გულისთვის სიცოცხლეს და ოჯახის უსაფრთხოებას წირავდნენ.
„ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ყველაფრის არის „მე-9“ არხის და „ინფო 9“-ს დახურვის ისტორია. ზუსტად ერთი წელი გავიდა ამ მოვლენებიდან და რას ვხედავთ?... ვხედავთ იმას რომ, „მე-9“ არხის და „ინფოს“ ჟურნალისტების 2 პროცენტია დასაქმებული, დანარჩენები უმუშევრები არიან და ამ დროს ალისტრახოები ორ-ორ სამსახურში მუშაობენ და ჰოი საოცრებავ, ქართული ტელეეკრანებიდან მიშასდროინდელი „გამპრავებელი“ ჟურნალისტები გვმოძღვრავენ ისევ, ისეთივე ტონალობაში, ოღონდ უფრო გაღიმებულები და ჭკუის დამრიგებლური ტონით გვიკითხავენ ლექციებს დამოუკიდებელ მედიაზე და ობიექტურ ჟურნალისტიკაზე. ეს ხდება იმ ფონზე, როცა იმ ადამიანების 99 პროცენტი ვინც რეჟიმის შესაცვლელად თავგადადებული იბრძოდა, დაუსაქმებელი და ულუკმაპუროდ დატოვებულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ფოფხაძე.
„მე-9“-ის ყოფილი ჟურნალისტი უტა ბიწაძე ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებიდან ვისაც პირდაპირი შეხება ჰქონდა „ალისტრახოსთან“. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მას და ბასილაიას მონაწილეობა უნდა მიეღოთ სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ დებატებში, მაგრამ მახლაზ ბასილაია იქ არ მოვიდა.
„ვერ მოვიდოდა იმიტომ, რომ რასაც ეს კაცი აკეთებდა ეს ყველანაირ ნორმებს სცილდება. შსს-ში იყო ვინმე კაპანაძე, რომელმაც შექმნა ეს მედია ჯგუფი. პირდაპირ მიბმული იყვნენ შსს-სთან, მათი დავალება იყო მაქსიმალურად ხელი შეეშალათ იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მაშინ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობდნენ. დღეს ბასილაია ერთდროულად მუშაობს ორ საჯარო სამსახურში. გამოვიდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი და თქვა, რომ მთავარი ის კი არაა მაშინ რას აკეთებდა, მთავარია ახლა რას აკეთებსო.
ეს არის უსინდისო განცხადება! რას ნიშნავს რას აკეთებდა?! ეს ადამიანი ჩვეულებრივად ადამიანების წინააღმდეგ იბრძოდა. შსს-ს დანამატი იყო ეს კაცი. სადაც შეხვედრას მართავდა როლანად ახალაია, ბასილაია იქ იყო, თუ კამერით, თუ მხარდამჭერად. ის იყო ჩვეულებრივი დანამატი, როგორც სამსახურეობრივად, ასევე როგორც ჩვეულებრივი მებრძოლი ნაციონალი. დღეს, იმ ადამიანების დიდი ნაწილი რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, სახლში ზიან და ეს ბასილაია მაღალაზღაურებად სამსახურში იწყებს მუშაობას და ისიც პიარში. ეს არის დანაშაული! ეს არის „ქართული ოცნების“ დიდი გადაფურთხების ალოკვა. ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს ამაზე რეაგირება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უტა ბიწაძე.
ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს სწორედ იმ საჯარო უწყებების ხელმძღვანელების საკადრო პოლიტიკით, რომლებსაც სამსახურში აჰყავთ ასეთი კადრები, რომლებიც კარგად ახსოვს საზოგადოებას თავიანთი ქმედებით.
„მეგონა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, მეგონა, ამ ადამიანების დასჯა მოხდებოდა, რადგან დაკითხვაზეც ვიყავი. აღმოჩნდა, რომ გამოძიება კი არ მიმდინარეობს, არამედ ამ ადამიანების დაწინაურება მიმდინარეობს - სამარცხვინოა. ასეთი კადრების დაწინაუარებით უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. არსებობს ცნობილი კადრები, რომელიც მთელ ქვეყანას აქვს ნანახი, როგორ გვავიწროებდნენ, როგორ დაგვდევდნენ და როგორ ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ჩვენი პროფესიული საქმიანობისთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ ასეთი ადამიანები ერთდროულად მუშაობენ ორ საჯარო უწყებაში.
ვფიქრობ, რომ მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას საჯარო უწყების წარმომადგენლები, როდესაც ასეთი ადამიანები აჰყავთ სამსახურში. ალისტრახოს დამქირავებელი ამბობს, რომ თურმე მთავარია ახლა როგორ აზროვნებს და მანამდე რას აკეთებდა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის დიდი შეცდომა, როდესაც ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თურმე ეს ალისტრახო სახელმწიფოებრივად აზროვნებს.
„მე-9“-ის ყოფილი ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე ერთ-ერთია, რომელსაც ბასილაია კამერით ხელში მუშაობის საშუალებას არ ძლევდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ სვანეთში გადაღებაზე იმყოფებოდა რა დროსაც მასთან მივიდა ბასილაია და დაინტერესდა რას აკეთებდა ის სვანეთში.
„მომადგა ვიღაცა ჩემთვის გაურკვეველი ადამიანი, რომელიც მეკითხება, რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ, მათ შორის იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები. მაქსიმალურად ვეცადე, რომ თავი ამერიდებინა, იმიტომ, რომ პროვოკაციაზე მოდიოდა, უხამს რაღაცეებს მეკითხებოდა. ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა. იცით, მისი დანიშვნა საჯარო უწყებაში ეს არის მორალური საკითხი.
ასეთ ადამიანს რომ დანიშნავ სამსახურში და აკეთებ უაზრო განცხადებას - თითქოს სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ძალიან უცნაურია. დავაშავე როდესაც სამართლებლივად არ მივყევი ამას, უბრალოდ დრო არ მქონდა და არც იმის სურვილი არ მქონდა, რომ ვიღაცა ბასილაიას გამო დრო დამეკარგა. რასაც ბასილაია აკეთებდა ეს არ იყო ჟურნალისტობა, ეს იყო უნამუსობა“, - უთხრა for.ge-ს თორნიკე კვერენჩხილაძემ.
„მე-9“ არხის ყოფილ ჟურნალისტს მადლენა მაჭარაშვილს რეპორტიორად მუშაობის დროს რამდენიმე გადაღებაზე „ესტუმრა“ ალისტრახო როხვაძე, მისი გუნდის 4-კაციანი შემადგენლობით. კითხვები იდენტური იყო - „რა გქვია?“ „ხელფასი რამდენი გაქვს?“ „სამშობლოს ღალატში ივანიშვილი რამდენს გიხდის?“
„იმ პერიოდში მოსახლეობის განწყობა ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა საარჩევნო შეხვედრებს მუდმივად ახლდა ექსცესები - სახელისუფლებო პარტიის წევრებს მოსახლეობა განსაკუთრებით რეგონებში უპირისპირდებოდა. „მეცხრე არხსა“ და „ინფო 9-ს“ ყველა რეგიონში ჰქონდა ბიუროები და თითქმის ყველა ამბის ეპიცენტრში ვიყავით. ამიტომაც გავხდით „ალისტრხოების“ სამიზნე.
ძალიან ცუდია, რომ იმ „დაჯგუფების“ წევრები ამის გამო არ დასჯილან - ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის გამო და კიდევ უფრო ცუდია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმდა მათი ნაწილი. გამოდის, ნებისმიერ ხელისუფლებას კანონის დაცვაზე მეტად „შემსრულებლებთან“ მოკავშირეობა აინტერესებს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას მადლენა მაჭარაშვილი.
მედიაექსპერტმა ლელა კურდღელაშვილმა ალისტრახოს კვალიფიკაცია არ იცის, მაგრამ იცის, რომ კარგად შეუძლია ბინძური დავალებების შესრულება.
„ძალიან დიდი ეჭვი მეპარება მის კრეატიულ აზროვნებაში, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ როგორი იყო მისი კრეატიული აზროვნება. ნურავინ ნუ იტყვის, რომ ეს არის ნიჭიერი და პროფესიონალი კვალიციფიური კადრი. ის რასაც ბასილაია აკეთებდა, ეს უარყოფითად მოქმედებდა მაშინ „ნაციონალური მოძრაობაზე“ და მისთვისაც უარყოფითი იყო, როგორც პიროვნებისთვის.
რაც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებებს, მე არ ვიცი როგორ ირჩევენ კადრებს, გოგოხიას კომენტარი მოვისმინე და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის სისულელე. სახელმწიფოებრივად აზროვნება სხვა რამეა. როგორ შეიძლება საჯარო სამსახურში აიყვანო ადამიანი, რომელსაც არც კვალიფიკაცია უვარგა და არც იმიჯი. რატომ ირჩევენ ასეთ კადრებს, არ ვიცი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.