„112“ მასმედიის წარმომადგენლებისათვის მედიატურს ატარებს

„112“ მასმედიის წარმომადგენლებისათვის მედიატურს ატარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი 20-21 აგვისტოს, კაჭრეთში, მასმედიის წარმომადგენლებისათვის მედიატურს  მართავს. მედიატურში ტელე, რადიო, ინტერნეტ და ბეჭდური მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

„112“-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანია, ჟურნალისტებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ და „112“-ის წარმომადგენლებისაგან გაეცნონ დასრულებულ, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებს.

მედიატურის ფარგლებში განიხილავენ ჟურნალისტებისთვის  საინტერესო ყველა საკითხს, მათ გააცნობენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, 2013-2014 წლის სტატისტიკას, მიიღბენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის გაზრდის და მოქალაქეთათვის უკეთესესი სერვისის შეთავაზების კუთხით. ასევე შეიტყობენ, რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში.

„112“-ის წარმომადგენლების მიერ ორი დღის განმავლობაში ჩატარდება პრეზენტაციები ცენტრისთვის აქტუალურ თემებზე და მედიის წარმომადგენლები მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღებენ ამომწურავ პასუხებს.

„112“ მსგავსი მედიატურის ჩატარებას მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის.