დავით ბაქრაძის განძი

დავით ბაქრაძის განძი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს, იმ სკანდალურ დოკუმეტებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს დილით გავრცელდა. სკანდალური დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ. 

ბაქრაძის მისამართით გაგზავნილ HSBC-ს დოკუმენტზე აღნიშნულია 3-წლიანი ფიქსირებული ანგარიშის ნომერი - 40228434012380. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ინსტრუქციის საფუძველზე, ზემოთ აღნიშნული ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილებაა მიღებული.

2013 წლის დეკლარაციაში დავით ბაქრაძეს „თიბისი ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 52.00 ლარი, ასევე, ამავე ბანკში ანაბარზე 51760.00 აშშ დოლარი აქვს. ამასთან, „საქართველოს ბანკში“, საკრედიტო ანგარიშზე აქვს 784.00 (დებეტი). მის მეუღლის მაკა მეტრეველის მიმდინარე ანგარიშზე თიბისი ბანკში მითითებულია 32.00 აშშ დოლარი, ასევე, „პროკრედიტ ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 30.00 ლარი და „ლიბერთი ბანკში“ საკრედიტო ანგარიშზე 3.00 ლარი.  

რაც შეეხება გრაფას, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს - დავით ბაქრაძეს მითითებული აქვს 15000.00 ლარი და 10000.00 აშშ დოლარი. ბაქრაძის მშობლებს - შუქრი და ლილი ბაქრაძეებს „სახალხო ბანკში“ საპენსიო ანგარიშზე 30.00 ლარი და 20.00 ლარი აქვთ. შვილებს - ეკატერინე და ნინო ბაქრაძეებს „თიბისი ბანკის“ ანაბარზე 13500.00 – 13500.00 ლარი ერიცხებათ. 

გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის წევრის თანამდებობაზე ბაქრაძემ 84465.00 ლარი მიიღო, მაკა მეტრეველმა კი „ჩაჩავას კლინიკაში“ მარკეტინგის დარგში დირექტორის თანაშემის თანამდებობაზე 7450.00 ლარი, შპს „სინათლის ქალაქში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის კი 12500.00 ლარი მიიღო.

დავით ბაქრაძეს ბრიტანეთში გახსნილი ანგარიში დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც იურისტების შეფასებით კანონის დარღვევაა. ბაქრაძის ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურა საქმის დეტალებს არკვევს. საგამოძიებო უწყებაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. თუმცა, არაოფიციალურად საგამოძიები უწყებაში საუბრობენ, რომ ბაქარძის ბრიტანულ ანაგარიშების კანონიერებაზე პროკურატურა გამოძიებას უკვე აწარმოებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომენტარს არ აკეთებენ ბაქრაძის ბრიტანულ ანგარიშებზე. სამართლის ექსპერტი კახი კახიშვილი თვლის, რომ გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ყველა ის დეკლარაცია, რომელიც ბაქრაძეს შევსებული აქვს როგორც საჯარო მოხელეს, დეპუტატს და პარლამენტის თავმჯდომარეს და ამავდრულად დაიდოს დასკვნები, რა თანხები ირიცხებოდა ბრიტანულ ანგარიშზე.

„საინტერესო იქნება ბაქრაძის ახსნა-განმარტება ამასთან დაკავშირებით. უნდა დაველოდოთ ბაქრაძის განცხადებას. ფაქტია, რომ ის იყო საჯარო მოხელე, უმაღლესი თანამდებობის პირი. ბუნებრივია, მას როგორც საჯარო მოხელეს, იყო დეპუტატი, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, პარალამენტის თავმჯდომე, ამ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ევალებოდა საჯარო დეკლარაციების შევსება წელიწადში ერთხელ, სადაც უნდა აღნიშნულიყო რა ქონებას ფლობს ის და მისი ახლო ნათესავი.

აქედან გამომდინარე, ცოტა გაუგებარია რატომ არაა აღნიშნული ბრიტანული ანგარიშების შესახებ ინფორმაცია საჯარო დეკლარაციებში. რა თქმა უნდა ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს გამოძიება. რაც შეეხება ანაგრიშების დახურვას, ვერ გეტყვით რით არის გამოწვეული ანგარიშების დახურვა კონკრეტულ ბანკებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.