გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ის საზღვაო ფლოტის კრეისერ

გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ის საზღვაო ფლოტის კრეისერ "ველა გალფზე"

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის კრეისერ ,,ველლა გალფზე” გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ. ხომალდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები. მიწვეულ სტუმრებს აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და ხომალდის კაპიტანმა კატციმ უმასპინძლეს. მათ სტუმრებს ამერიკული კრეისერი დაათვალიერებინეს. 

აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ ბათუმის პორტს 18 აგვისტოს ესტუმრა და საქართველოში ორ დღეს გაჩერდება.  ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.

„ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. კრეისერის ბაზა ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში მდებარეობს. მას მე-6 ფლოტის მოქმედების არეალში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნებისა და რეგიონში ნატოს ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით მრავალმხრივი როლი აკისრია.

შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები პერიოდულად სტუმრობენ შავ ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.