დღეს დიდი ფრანგი მწერლის – ჟიულ გაბრიელ ვერნის გარდაცვალების დღეა. ეს შესანიშნავი ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი და მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ.
ჟიულ ვერნის მამა — პიერ ვერნი (1798 - 1871) ადვოკატი იყო. დედა სოფი ალოტ დე ლა ფიუ (1801 - 1887) შოტლანდიური წარმოშობის იყო. ჟიულ ვერნი პირველი ვაჟიშვილი იყო ხუთიდან. მის შემდეგ დაიბადნენ: ძმა პოლი (1829) და დები: ანა (1836), მატილდა (1839) და მარი(1342).
ჟიულ ვერნი მეუღლე იყო ონორინა დე ვიანი. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი. 1856 წლის 20 მაისს ჟიულ ვერნი ამიენში თავისი მეგობრის ქორწილში ჩამოვიდა, სადაც პირველად იხილა მომავალი მეუღლე. რვა თვის შემდეგ, 1857 წლის 10 იანვარს ისინი დაქორწინდნენ და მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში, სადაც ვერნი უკვე რამოდენიმე წელი იყო ცხოვრობდა. ოთხ წელიწადში, 1861 წლის 3 აგვისტოს ჟიულ ვერნს ორონინასგან შეეძინა მიშელი, მათი ერთადერთი შვილი. შვილის დაბადებისას ჟიულ ვერნი არ იმყოფებოდა პარიზში, იმ დროს იგი სკანდინავიაში მოგზაურობდა.
ვერნიმ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია (ვოდევილი “შეუწყვეტელი მეგობრობა“ – 1850 წ.). 50-იანი წლების დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, “შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან“.
მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა “ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე“, ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა “არაჩვეულებრივი მოგზაურობის“ 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა.
მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა: “მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ“ (1869 წ.), მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე (1865 წ.), მთვარის გარშემო (1869 წ.), კაპიტან გრანტის შვილები (1967 წ.), 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (1969 წ.), საიდუმლო კუნძული (1875 წ.), 15 წლის კაპიტანი (1878 წ.) და სხვა...