თბილისის მერი 112-ს ესტუმრა

თბილისის მერი 112-ს ესტუმრა

14 აგვისტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112 ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა. ცენტრის მუშაობის სპეციფიკა მერს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა გააცნო. 

დავით ნარმანიასა და გიორგი ბიჭაშვილის შეხვედრის მთავარი თემები თბილისში, სასწრაფოს ბრიგადების დამატების საჭიროებასა და სახანძრო-სამაშველო გამოძახებებზე სერვისის გაუმჯობესებას შეეხებოდა. 

შეხვედრაზე 112-ის წარმომადგენლებმა დავით ნარმანიას, პრეზენტაციის სახით, ცენტრში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტსა და მერიას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.

სტუმრებმა 112-ის ქოლ ცენტრი დაათვალიერეს და დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. დავით ნარმანია ოპერატორების მუშაობის პირობებითაც დაინტერესდა. ყურადღება გამახვილდა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ერთ ნომერზე დარეკვით ყველა საგანგებო სამსახურთან დაკავშირება მაქსიმალურად მოკლე დროში ხდება. 

შეხვედრის დასასრულს 112-ის დირექტორმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.