დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებულ „ვაზიანი-2014" საველე სწავლებაში მონაწილეობისთვის, საჩუქარი გადასცეს.
სიგელი მთავრობის მეთაურმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისგან, პირადი შემადგენლობის სახელით მიიღო.
„ვაზიანი-2014" საველე სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის სახელით კი პრემიერ-მინისტრს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სპეციალური საჩუქარი - დანა გადასცა.
საველე სწავლება „ვაზიანი-2014“ 31 ივლისს დაბა ვაზიანში გაიმართა.