„მინდა სწავლა და მინდა, რომ ჩემი ქვეყანა დამეხმაროს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას აშშ-ში, „სენტ ჯონის“ უნივერსიტეტის „ფილოსოფიის, პოლიტიკის, კლასიკისა და მათემატიკური მეცნიერებების“ ფაკულტეტის სტუდენტი, ილია არონია, რომელმაც საბაკალავრო პროგრამაზე 2013 წლის შემოდგომაზე ჩააბარა. „სენტ ჯონის“ უნივერსიტეტმა ის თავდაპირველად სრულად დააფინანსა, თუმცა მეორე სემესტრზე გადასვლის შემდეგ დაფინანსების წესი შეიცვალა. უნივერსიტეტი სწავლის საფასაურს 70 პროცენტს უხდის, 30 პროცენტს კი ოჯახი.
ქართველმა სტუდენტმა მონაწილეობა ვერ მიიღო გასული წლის თებერვალში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალ პროგრამაში „ცოდნის კარის“ კონკურსში. პროექტის მიზანი იყო, ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა 2014-2015 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მოპოვება. ილია არონია, კონკურსს მიღმა იმ მოტივით აღმოჩნდა, რომ „სენტ ჯონის“ უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული უნივერსიტეტების სიაში ვერ აღმოჩნდა.
For.ge ილია არონიას ესაუაბრა.
ილია, რატომ ვერ მიიღეთ მონაწილეობა პროგრამა „ცოდნის კარის“ გამოცხადებულ კონკურსში?
- კონკურსის ჩატარების ვადა იყო 2 დეკემბრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, სტუდენტები ელოდებოდნენ უნივერსიტეტიდან მიღებას და დაფინანსების პასუხს, მაგრამ ეს პასუხი მოვიდ 1 აპრილს. რადგან უკვე ამერიკაში ვიყავი წასული, გამიჩნდა სურვილი, რომ მეორე სემესტრისთვის მომეპოვებინა დაფინანსება, მაგრამ კომისიამ შემიზღუდა კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება.
რატომ შეგიზრუდეს?
-მითხრეს, რომ ჩემი უნივერსიტეტი არ იყო პრიორიტეტული და კითხვაზე, რატომ არ იყო პრიორიტეტული, მათ უბრალოდ ვერ გამცეს პასუხი. მითხრეს, რომ ოქსფორდის სწავლების სტილის უნივერსიტეტი უნდა იყოსო. როდესაც გადავამოწმე სია, აღმოჩნდა, რომ ასეთი უნივერსიტეტი მხოლოდ სამი არის იმ სიაში. როდესაც გადავამოწმე რა საბუთებს ითხოვდნენ, ამაზე გამეცინა. ძალიან არაპროფესიონალურ და სასაცილო დოკუმენტებს ითხოვდნენ. მაგალითად - მათემატიკურ კონკურსში პითაგორაში გამარჯვების ან მონაწილეობის სიგელი. ამას ითხოვნენ ნიჭიერების საბუთად. როდესაც რამდენიმე აშშ-ში უნივერსიტეტმა მიგიღო, დაგიფინანსა სწავლა, გაიმარჯვე იმ კონკურსში, რომელშიც 100 ათასობით ბავშვი იღებს მონაწილეობას, მგონია, რომ ეს უნდა იყოს ნიჭიერების დამადასტურებელი ერთ-ერთი უმთავრესი საბუთი.
პრიორიტეტად რატომ არ არის მიჩნეული თქვენი სასწავლებელი, არ არის სწავლის მაღალი დონე?
- იმის დამადასტურებელი საბუთი არავის არ აქვს, რომ ჩემს უნივერსიტეტში დაბალია სწავლების დონე. დაბალი სწავლების დონე უნივერსიტეტში ისაზღვრება გარკვეული კრიტერიუმით და ჩემი უნივერსიტეტი ყველა ამ კრიტერიუმზე მაღლა დგას. ჟურნალ „ფორბსის“ 2012 წლის გამოკითხვაში ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტად დასახელდა ჩემი უნივერსიტეტი. 2013 წლის გამოკითხვით მე-4 ადგილზე იყო, ხოლო 2014 წლის გამოკითხვით ისევ პირველ ადგილზე გავიდა. როგორ შეიძლება ეს უნივერსიტეტი ჩაითვალოს სწავლის დაბალი დონით.
უნივერსიტეტი, რომელიც ფუნქციონირებს და არის აკრედიტირებული, ყველას აქვს ცოდნის დონე. ცოდნის დონეს, რომ თავი დავანებოთ, სიაში, რომელიც წარმოგვიდგინა განათლების სამინისტრომ უმრავლესობა ამ უნივერსიტეტებისა იყო ისეთი, რომელშიც საერთოდ არ სწავლობდნენ ქართველი სტუდენტები და თავად ეს უნივერსიტეტები არ იყივნენ დაინტერესებული ქართველი სტუდენტებით. შეიძლება, რომელიღაც უნივერსიტეტი სწავლის დონით ძალიან კარგი არის, მაგრამ იქ ქართველს არასოდეს არ უსწავლია და როდესაც ასეთი უნივერსიტეტი შეგაქვს სიაში, ეს უბრალოდ უაზრობაა.
უნდა დაფინანსდეს ისეთი უნივერსიტეტი, სადაც ქართველები სწავლობენ. იმიტომ, რომ სახელმწიფომ სტუდენტები უნდა დააფინანსოს და არა უნივერსიტეტები. როდესაც სიაში, ისეთი უნივერსიტეტია შეყვანილი, რომელშიც ქართველი არასდროს არ სწავლობდა, ან იმ უნივერსიტეტზე მოთხოვნა არ აქვთ, ეს ცალსახად მიუთითებს სიის შედგენის უპასუხისმგებლობაზე, კომისიის არაპროფესიონალიზმზე და საკითხისადმი ზედაპირულ დამოკიდებულებაზე.
თქვენს უნივერსიტეტზე არის ქართველ სტუდენტებში მოთხოვნა?
- დიახ, არის მოთხოვნილება. მე ვარ მე-6 ქართველი სტუდენტი. ამჟამად „სენტ ჯონის“ უნივერსიტეტში ვსწავლობთ 4 ქართველი. უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა ორმა ქართველმა გოგონამ. ეს უნივერსიტეტი ძალიან კარგად იცნობს ქართველებს, მათ უნდათ ქართველი მოსწავეელბის წაყვანა. ქართველებმა ამ უნივერსიტეტში თავისი კვალი დატოვეს და დარჩენილი 4 სტუდენტი ვიბრძვით, რომ დავტოვოთ ჩვენი ქართული კვალი. მიმაჩნია, რომ უნდა იყოს შეყვანილი ეს უნივერსიტეტი სიაში, და არა მარტო ეს უნივერსიტეტი, არამედ ყველა ის უნივერსიტეტი, სადაც ერთი ქართველი მაინც სწავლობს.
განათლების სამინისტროსთან არ გაარკვიეთ რატომ არ იყო სიაში შეყვანილი თქვენი უნივერსიტეტი?
- ვესაუბრე კომისიის წარმომადგენელს და ვკითხე, თუ შეეძლოთ აეხსნათ რატომ არ მიიჩნიეს პრიორიტეტულად უნივერსიტეტი, სადაც 4 ქართველი სწავლობს. მათ მითხრეს, რომ არ იყო პრიორიტეტულ სიაში. მაგრამ, რატომ, ამაზე პასუხი ვერ მივიღე.
საბოლოო ჯამში, სახელმწიფომ დააფინანსა 78 ქართველი სტუდენტი. თუ გაქვს ინფორმაცია რომელი უნივერსიტეტები დააფინანსეს და ვინ არიან ეს სტუდენტები?
- ძალიან კარგი პროექტია, მაგრამ ამ პროექტის ასე ჩატარებას, ჯობია საერთოდ არ ჩაატარო. 78 სტუდენტიდან 9 სტუდენტმა მიითო 100 პროცენტიანი დაფინანსება. დანარჩენმა რა რაოდენობის დაფინანსება მიიღო, ვინ არიან, სად სწავლობენ და რა კრიტერიმებით დააფინანსეს, არ გვაქვს ინფორმაცია. როდესაც ეს პროექტი წაიღო განათლების საერთაშორისო ცენტრმა, გამოასწორეს ის ხარვეზები, რომელიც განათლების სამინისტროს არ ჰქონდა განსაზღვრული, თუ რას ნიშნავდა პრიორიტეტული. მათ პრიორიტეტულად პროფესიული მიმართულებები აირჩიეს, გაზარდეს ბიუჯეტი, მაგრამ რაც ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს, ეს არის ბაკალავრიატის დაფინანსების გაუქმება.
2 წელიწადში სამაგისტროზე, ან სადოქტოროზე პროფესიონალური კადრი ვერ იქნება. თუ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული ნება არის, რომ მას სურს ამ ქვეყანას ჰყავდეს პროფესინალი კადრები, ორ წელიწადში პროფესინალი კადრი ვერ გახდები. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხართ, როდესაც მიდიხარ უხო ქვეყანაში სასწავლო კლიმატთან შეგუება ძალიან ძნელია. მინიმუმ, 6 თვე მაინც გჭირდება, რომ შეეგუო იქაურ სასწავლო კლიმატს. მკითხველმა განსაზღვროს წელიწადნახევარში როგორი პროფესიონალი კადრის ჩამოყალიბება შეიძლება.
ადამიანი როდესაც 4 წლის განმავლობაში სწავლობს ბაკალავრიატს უცხო ქვეყანაში, მას უფრო მეტი რესურსი და ცოდნა აქვს და შესაბამისად - უფრო მეტი შანსი აქვს სამაგისტროზე ჩაბარებისას დაფინანსება მიიღოს, ვინაიდან დამფინანსებელმა იცის, სტუდენტი რომელი განათლების სისტემიდან მოდის.
არსებული რესურსებით ბაკალავრიატის დაფინანსება ყველაზე დიდი შედეგის მომტანი იქნებოდა სახელმწიფოსთვის. სახელმწოფომ უნდა მიხედოს იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდება დახმარება სწავლის საწყის ეტაპზე, ხოლო როდესაც მაგისტრატურამდე მივა დრო, იმისათვის უკვე საჭირო ცოდნა დაგროვებული ექნებათ, რომ თვითონ ჩააბარონ და საკუთარი საშუალებებით მოიპოვონ დაფინანსება.
რამდენად ვიცი, წარმატებულ სტუდენტთა სიაში შედიხარ და აშშ გიხდის სწავლის საფასურის 70 პროცენტს. რამდენად რთულია, როდესაც სწავალას გიფინანსებს უცხო ქვეყანა, ხოლო შენი ქვეყანა გეუბნება არას?
- მართლა ძალიან რთულია ამაზე ფიქრი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიწევს იმაზე მეტი ხანი მუშაობა, ვიდრე გათვლილი გქონდა და ამასთან ერთად, სწავლის შეთავსება. ძალიან დიდ დროს ვუთმობ მუშაობას. ერთ-ერთ მაღაზიაში ვარ გაყიდვების ასისტენტი. ვცდილობ, რომ დარჩენილი 30 პროცენტი მოვაგაროვო ჩემი შრომით. ძალიან ძნელია სწავლასთან ერთად სამუშაოს შეთავსება. პარქტიკულად არ მძინავს. ძნელია იმაზე ფიქრი, რომ შენს ქვეყანას სურვილი გაუჩნდა დაეფინანსებინა შენნაირი ადამიანები, მაგრამ პასუხისმგებელმა პირებმა ვერ, ან არ აგიხსნეს, რატომ არ გაქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება. ჩემნაირი კი ძალიან ბევრია. არიან ისეთებიც, რომლებმაც ხმაც კი ვერ მიაწვდინეს სამინისტროს.
გამოდის, რომ არაორგანიზებული იყო ეს პროექტი...
- ძალიან დიდი ხარვეზები იყო დაშვებული. სამინისტრომ უნივერსიტეტების სია აიღო ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე. უნივერსიტეტების სიაზე არ უმუშავიათ და, ეს მათი სირცხვილია. როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებ, უნდა მოეკიდო პასუხისმგებლობით, იმიტომ, რომ ამაზე ძალიან ბევრი ადამიანის წარმატებაა დამოკიდებული. ვიცი, ბევრი სტუდენტი, ვინც მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა, ჰქონდა დაფინანსების იმედი, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ დაფინანსდა, მოუწია სწავლის შეწყვეტა. მინდა სწავლა და მინდა, რომ ჩემი ქვეყანა დამეხმაროს. პირველ ეტაპზე გამოყოფილი იყო 7 მილიონი, აქედან 9 ბავშვი დაფინანსდა 3 მილიონ 609 ათასი ლარით სრულად, თანხის მეორე ნახევარი სად წავიდა, ამაზე ინფორმაციას არ იძლევიან.