შსს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხურუგუმოში 1992 წელს დაბადებული გრიგორი მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგორი მ-ს 29 ბოთლი სომხური წარმოების უაქციზო კონიაკი ჰქონდა შენახული, რომლის საბაზრო ღირებულებამ 5475 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უაქციზო ბოთლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ -ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით).