ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ქართული ტელევიზიის რომელიღაც არხზე (სამწუხაროდ, არ მახსოვს) „კაპიტან +“ რეკლამა მოვისმინე. წინ წასულხრთ, მეგობრებო? შარშან მხოლოდ მობილური ტელეფონის აბონენტებს ატყობინებდით თქვენი ტურისტული სააგენტოს შესახებ. ალბათ ჩემნაირი მოტყუებული კლიენტების ხარჯზე თანხებიც იშოვნეთ, სარეკლამო დრო ტელევიზიაში ხომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული! ჰოდა, იშოვნეთ და არ ჩერდებით? როგორ მინდა, ავისხლიტო ეს საშინელი ხმა. რატომ? ალბათ, გიკვირთ...
ერთი წელი არცთუ პატარა პერიოდია იმისთვის, რომ ცუდი მოგონებები დაივიწყო. მეც, თითქოს, შევძელი, მაგრამ ზაფხულის დადგომამ ნაცვლად სასიამოვნო განცდებისა, შარშანდელი წყლული განმიახლა და დაძაბული, ერთწლიანი შრომისგან ფიზიკურად გადაღლილი ორგანიზმისთვის ენერგიის აღსადგენად დავიწყე ფიქრი შემდგომი სამუშაო წლისთვის „ინვესტიციის“ ჩასადებად. დავიწყე და წამომეწია საშინელი ფრაზა ტელევიზიიდან „კაპიტან პლუს“. ისევ შემზარა... ეს „სასიამოვნო განცდა“ თქვენი დამსახურებაა, სინანულის განცდა მაქვს რომ გენდეთ, „ასჯერ არ გავზომე“ და ვერც კი წარმოვიდგინე, რომ ასე მწარედ მომატყუებდით.
უფრო ლმობიერი რომ ვიყო, გეტყვით, რომ ალბათ თქვენც ტყუვდებით, არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენი ძალისხმევა მხოლოდ ჩემსავით გაბითურებული კლიენტების მოტყუებისკენ არის მიმართული. მაშ, რა ქვია თქვენს საქციელს? ბანალური შეფასებაა: არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა, მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი ამ ყველაფერში ის გახლავთ, რომ ყურადაც არ იღეთ კლიენტის პრეტენზიები. უფრო მეტიც - თქვენს მიერ დაქირავებული, ერთი შეხედვით, თავაზიანი თანამშრომელი ანა არსენიშვილი ჯიუტად მიმტკიცებდა, რომ მე, თურმე, თურქეთის კურორტ ალანიაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დამისვენია. არც ისე გულიბრყვილო ვარ და კარგად ვიცი, რომ 1747 ლარად (ეს თანხა თქვენს ანგარიშზე ჩავრიცხე თუ შემოვიტანე, რა მნიშვნელობა აქვს) სამოთხეში ვერ წახვალ დასასვენებლად, მით უმეტეს - ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ამის არც მოლოდონი მქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, იქ სადაც მე გამამგზავრეთ, სასტუმროს სტანდარტები „-2“ (მინუს 2, ასეთი ხომ საერთოდ არ არსებობს, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეგეფერებათ) ვარსკვლავსაც ვერ აკმაყოფილებს.
მოკლედ აღვწერ, 10 დღე ვცოვხრობდი მანსარდის ტიპის ალბათ 3-3,5 კვ/მ ოთახში, სადაც ტემპერეტურა კონდიცირების გარეშე 39-40 გრადუსს აღწევდა და სადაც წყობიდან იყო გამოსული ოთახის ყველა ატრიბუტი, ყველაზე „შთამბეჭდავი“ მაინც სააბაზანო ოთახში, ე/წ „ტრაპიდან“ ამოფრქვეული „სურნელი“ იყო (ალბათ, მიხვდებით, საკანალიზაციო „სურნელზეა“ საუბარი), ამან კი მაიძულა რამდენიმე „რომანტიული“ღამე აივანზე გამეთენებინა.
ვერ წარმოიდგენთ, რა ცნობილი დამსვენებლი გავხდი სასტუმროს ადმინისტრაციის თვალში. ყოველდღე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ტექნიკურ დახმარებას მიგზავნიდნენ. აღარაფერს ვამბობ აბაზანისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე და ჩემს შეკითხვაზე - რატომ არ იყო ეს ნივთები სააბაზანოში - სასტუმროს თანამშრომლებმა გაკვირვებული სახის გამომეტყველებით მიპასუხეს - „რა პრეტენზია გაქვთ, არც უნდა იყოსო“. ესეც აღმოჩენა, ოღონდ - თქვენი სტანდარტებით, „ხუთვარსკვლავიან“ სატუმროში კბილის მოვლის საშუალებებიც არ უნდა იყოს? მერე რა მოხდა. იქვე, მარკეტში ევროებში ყველაფერს შეიძენთ. მეც ასე მოვიქეცი - სხვა რა გზა მქონდა! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და ვინმეს ზაფხულის შინაარსიანად გატარების სურვილი არ დავუკარგო, აქ შევწყვეტ იმ კოშმარული სიტუაციის აღწერას, მაგრამ თქვენს გასაგონად, ამ „საოცარი“ ტურისტული სააგენტოს „კაპიტან +“ ხელმძღვანელებო, ვიტყვი, რომ ათდღიანი წამების შემდეგ, ნაცვლად დასვენებისა და ძალების აღდგენისა, ჩამოვედი სრულიად ღონემიხდილი, მაღალი ტემპერატურით და ბრონქების ანთებით, ვინაიდან იმ წყეულ ოთახში, მუდმივი კონდიცირების პირობებში (სხვაგვარად იქ ყოფნა შეუძლებელი იყო), მერწმუნეთ ვერცერთი სულიერი სხვანაირად ვერ გადარჩებოდა.
ახლა ჩემი დანაშაულის შესახებაც: ვაღიარებ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ასეთი რომანტიული არდადეგებიდან ჩამოსვლის შემდეგ, ვერ აღმოვჩნდი სათანადო სიმაღლეზე. ნუთუ, შეიძლება ასეთი გულგრილობა (ეს ტერმინი მეც შემეფერება) საკუთრი თავის მიმართ? რჩევაც მომცეს, სასამართლოში გამესაჩივრებინა თქვენი აღვირახსნილი საქციელი, მაგრამ აკი ზემოთ მოგახსენეთ - სრულიად დაუძლურებულს (არაფერს ვაჭარბებ) დიდი დრო დამჭირდა ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად, შემდეგ... შემდეგ, როგორც გვჩვევია ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ჯანდაბამდის გზაც გქონიათ, ბატონებო, მით უფრო, რომ არცერთი ხილული ფაქტი არ მქონდა სასამართლოში წარსადგენად. გაოგნებულმა, ვერც კი მოვიფიქრე, რომ ამაზე მაინც მეზრუნა.
კიდევ ერთი „სასიამოვნო“ ფაქტის შესახებ, რაც ამ თავგადასავალს ახლდა: ავიაკომპანია „ეარ კავკასუსის“ მიერ თბილისიდან ანტალიის მიმართულებით 5 საათის დაგვიანებით გაფრენა (თუმცა, ეს ხომ წვრილმანია იმასთან შედარებით, რაც თურმე იქ მელოდა), ხოლო უკანა გზაზე (ათდღიანი წამების შემდეგ), ნაცვლად დაგეგმილი ანტალია-თბილისის მარშრუტისა, ანტალიიდან სტამბულის გავლით, ანუ შეცვლილი რეისით, თბილისში 12 საათის დაგვიანებით ჩამოსვლა. რა მოხდა, ხდება ხოლმე...
რას იტყვით, სააგენტოს ხელმძღვანელებო, მოგწონთ? თქვენც ასე ხომ არ ისვენებთ? თუ არა - გისურვებთ! მაგრამ თქვენ, ჩემნაირ არიფებზე მიმჯდარი წურბელები, ალბათ დადიხართ თავმომწონედ საუკეთესო ტურებში და მართლაც არ იკლებთ მოგზაურობისა და კარგად დასვენების სიამოვნებებს. და თუ ასეა „არამიც იყოს“. კოკა ყოველთვის წყალს არ მოგიტანთ.
მე, ალბათ, არც გახსოვართ, ჩავლილია, ოღონდ - თქვენთვის. ჩემთვის კი, იქნებ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ერთი წლის თავზე მაინც (საბედნიეროდ, არც სიცხე მაქვს და არც ბრონქიტი) მოვახდინო სათანადო რეაგირება თქვენს მიერ შელახული თავმოყვარეობის აღსადგენად. ალბათ, ჩემდა სამარცხვინოდ, სასამართლოს კარამდე ახლაც შორია და ჩემს სამაგიეროს მხოლოდ ამ პუბლიკაციის საშუალებით თუ გამოვხატავ. რას ვიზამ... ალბათ, მეც, ოდესღაც, ჩამოვყალიბდები საკუთარი უფლებების დამცველ მოქალაქედ და ასეთი წკიპურტის ნაცვლად ადეკვატურ პასუხს მოგაგებთ.
მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ თქვენი „მაღალხარისხიანი პროდუქციის“ რეკლამირება!
ვთხოვ სატელევიზიო არხებს: ბრმად ნუ ენდობით ყველას (თუმცა, მჯერა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გქონდათ) და ასეთი თაღლითური სააგენტოების რეკლამირებით, უნებურად ნუ გახდებით მოქალაქის დაყაჩაღების მონაწილე.
ყოველივე ზემოთქმულის დასადასტურებლად იხილეთ სააგენტოს თანამშრომლის, ანა არსენიშვილის მიერ ჩემს ელ/ფოსტაში გამოგზავნილი ლინკები:
http://www.booking.com/hotel/tr/anjelique-resort-amp-spa.en-gb.html?aid=318615;label=New_English_EN_ROW_Hotel-OAIlk_J4_GKPAUB%2AV8wv0AS25582900945%3Apl%3Ata%3Ap1%3Ap2%3Aac%3Aap1t1%3Aneg%3Akw_inurl%3Aen.html%23inurl%3Abooking.com%2Fhotel%3Aws%3D;sid=70ad36200aa46a99782267846a887135;dcid=1;srfid=d0667faace3c77fa9b6c50309bf4c7822aeae8edX1
http://www.tez-tour.com/hotel.html?id=252906
ასევე იხილეთ მიმოწერა შეთავაზებებზე:
ანი: აი გიგზვანით ინვოისს და გთხოვთ როგორც კი გადაწყვიტავთ შემატყობინოთ, ვუთხარი პარტნიორს და ვერ დაგელოდები 2 საათიო, იქნებ რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოთ გარანტირებულად რომ იყოს ადგილები
პატივისცემით, ანი
მკითხველო, ნახე, როგორი ულტიმატუმია (ჩემნაირი ბრიყვებისთვის)
შემდეგი:
From: Ana Arsenishvili [mailto:a.arsenishvili@captain.ge] Sent: Tuesday, September 10, 2013 12:22 PM To: Tinatini Chikovani. Subject: offers
გიგზავნით სასტუმროებს ალანიაში. ქემერში 4* სასტუმროებში არსად აღარ არის ადგილები, 5* დარჩენილია და მინიმლაური ღირებულება არის 1010$ (სასტუმრო LE CHATEAU DE PRESTIGE RESORT SPA & THALASO)
14.09-23.09
მკითხველებს ვთხოვ, ეს სასტუმროც კარგად დაათვალიერონ.
„გიგზავნით სასტუმროს ალანიაში (სადაც გარანტირებულად არის ადგილები და ფასიც დაბალია და კარგი სსტუმროა)"
ANJELIQUE RESORT & SPA 5 * (აი ეს კი სწორედ ის „ჯადოსნური“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც ის ბედნიერი წუთები გავატარე. თუმცა მონიტორზე კარგად გამოიყურება)
http://www.booking.com/hotel/tr/anjelique-resort-amp-spa.en-gb.html?aid=318615;label=New_English_EN_ROW_Hotel-OAIlk_J4_GKPAUB%2AV8wv0AS25582900945%3Apl%3Ata%3Ap1%3Ap2%3Aac%3Aap1t1%3Aneg%3Akw_inurl%3Aen.html%23inurl%3Abooking.com%2Fhotel%3Aws%3D;sid=70ad36200aa46a99782267846a887135;dcid=1;srfid=d0667faace3c77fa9b6c50309bf4c7822aeae8edX1
http://www.tez-tour.com/hotel.html?id=252906
Sincerely, Ani Arsenishvili Captain+ LLC. 10 Chavchavadze ave., Tbilisi, Georgia. Tel: +995 32 225 01 80. Mob: +995 599 09 09 59. Email: a.arsenishvili@captain.ge<mailto:a.arsenishvili@captain.ge>
www.captain.ge<http://www.captain.ge/>
fb.captain.ge<http://fb.captain.ge/>
[logo final_iverse]
მკითხველო, SOS! არ გაეკარო!!!