მარკ ადომანისი კომენტარს აკეთებს ქართველი პროკურორების მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების ირგვლივ:
რასაკვირველია, სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართულია პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ მიმდინარე “კუდიანებზე ნადირობაში”. თუმცა, ისიც სრულიად შესაძლებელია, რომ ის ჩართულია სამართლებრივი დევნის კანონიერ პროცესში. როგორ ვიგებ ამას? ეს დასაშვებია, რადგანაც სააკაშვილის მთავრობა მართლაც იყო პასუხისმგებელი ზოგიერთი მართლაც სერიოზული სამართლებრივი და სამოქალაქო უფლებების დარღვევაზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილის დასავლური ფან-კლუბის უკანასკვნელი დარჩენილი წევრები (მაგ., WSJ, ჯონ მაკკეინი და სხვანი) არ არიანკმაყოფილნი მოვლენების ამგვარი განვითარებით. მათ ბევრი ჩადეს სააკაშვილის, როგორც დასავლური ფასეულობების დამამკვიდრებელი, დიდი დემოკრატის მითის ხელშეწყობის საქმეში, და ახლაც კი არ დაუშვებენ იმ აზრს, რომ სააკაშვილმა სერიოზულად გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას მისი ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს. სააკაშვილის დასავლელი მხურვალე მხარდამჭერები ჯიუტად იბრმავებდნენ თვალს მისი და მისი მინისტრების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოიყენებაზე, და სწორედ ამიტომაც მათთვის მოულოდნელი იყო ქართველი ხალხის მიერ მმართველი პარტიის უარყოფა 2012 წლის აჩევნების დროს. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ბევრ ქართველს არც კი ჰგონია, რომ ხელისუფლება ზედმეტად მკაცრია ძველი მთავრობის წევრთა მიმართ. პირიქით, ქართველები უკმაყოფილოდ აცხადებენ, რომ ძალზე ცოტა რამ გაკეთდა იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა დამნაშავე თანამდებობის პირებისათვის დაეკისრებინათ. იქ კი მართლაც ბევრი დარღვევა იყო:
და მაინც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივრები პოლიტიკური დევნის შესახებ სრულად არ გვიხატავს მთელ სურათს. როგორც მიგვითითებს თავის საბოლოო ანგარიშში ბ-ნი ჰამარბერგი, რომლის ოფიციალური მისია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა 27 ივნისს, სახელმწიფო ბრალმდებელმა მიიღო უამრავი საჩივარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების შესახებ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მათ შორისაა: საკუთრების იძულებითი გადაცემის განცხადებები, წამება და სასტიკი მოპყრობა, და საპროცესო გარიგების სისტემის არამიზანმიმართული გამოყენება. ამგვარი ბრალდებები მოითხოვს მთავრობის მხრიდან მკაფიო რეაგირებას, მსხვერპლთა კომპენსაციის ჩათვლით, გვთავაზობს ბ-ნი ჰამარბერგი.
ვფიქრობ, შესაძლოა ვინმე ეცადოს მოკლევადიანი პოლიტიკური დასკვნის გამოტანას იმის შესახებ, რომ სააკაშვილისა და მისი მოკავშირეების სისხლის სამართლებრივი დევნა , საბოლოო ჯამში, სერიოზული ზიანის მომტანი იქნება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისათვის, მაგრამ, როგორც ადომანისი შენიშნავს, ამის გათვალისწინება მოითხოვს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრების ნებისმიერი პრეტენზიის დასამარებას. დასავლური მთავრობებს არ შეუძლიათ მიუთითონ საქართველოს, რომ მან, ერთის მხრივ, უნდა დაამკვიდროს კანონის უზენაესობა, შემდგომ კი, შეიცვალონ მიდგომა და დაჟინებით მოითხოვონ მისგან, არ მისცეს პასუხისმგებაში კონკრეტული დამნაშავე პოლიტიკოსები, რადგანაც დასავლეთის ქვეყნებმა მათ რჩეულობის უპირატესობა მიანიჭეს. თუკი უმაღლესი თანამდებობის პირებს დაუსჯელად შეუძლიათ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სრულიად შესაძლოა, რომ საქართველო კვლავაც დაიტანჯება ძალაუფლების ამგვარი დანაშაულებებისაგან, და მისი პოლიტიკური განვითარება შეჩერდება.
http://www.theamericanconservative.com/larison/saakashvilis-fan-club-vs-the-rule-of-law/