უფლებამოსილება შეჩერებული მოადგილეები და ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიება

უფლებამოსილება შეჩერებული მოადგილეები და ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიება

პრემიერმა გარემოს დაცვის მინისტრის ყველა მოადგილეს უფლებამოსილება შეუჩერა. ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების თანახმად, უწყების პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება 21 ივლისიდან შეუწყდათ.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პრემიერმა ხათუნა გოგალაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილი დანიშნა. ეს არის ერთ-ერთი სამინისტრო, სადაც მინისტრათ ერთად მოადგილეებიც დაითხოვეს.

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეჩერების ფაქტი პირდაპირ კავშირშია შსს-ს ანტიკორუფცულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიებასთან. საქმე ეხება კორუფცული ფაქტს. კონკრეტულად კი სამინისტროს სახვადასხვა თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით,

შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შსს-ში არ აკონკრეტებენ რაში გამოხატება სამინისტროს სხვადასხვა თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს თავად ირაკლი ნოზაძე.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი უწყებაა, რომლის საკადრო პოლიტიკა კრიტიკის ვერ უძლებდა. გარემოს დაცვის სამინისტრო ყოფილი პოლიციელების თავშესაფარი გახდა. კონკრეტულად, გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის მოადგილე, დიღმის პოლიციის ყოფილი უფროსი თემურ გელდიაშვილაი, რომელსაც ბიზნესმენი, „ემ-ჯი მოტორსის“ დამფუძნებელი მამუკა გრძელიძე, თაღლითობაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენის განცხადებით, პოლიციის ყოფილმა უფროსმა მისი შევიწროება მისივე ყოფილი მეუღლის, ხათუნა სისაურის ხელშეწყობით დაიწყო. ბიზნესმენი რამოდენიმჯერ დააკავეს, მაგრამ ყველა დაკავება ადმინისტრაციული ჯარიმით მთავარდებოდა. ბიზნესმენი პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას და მისი კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვს, ამ მოთხოვნით მან მთავარ პროკურატურას მიმართა.

გარემოს დაცვის მინისტრებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასება ექსპერტთა მხრიდან. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა თვითმმართველობის შემდეგ გაკეთებული განცხადება -კოაბიტაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დასრულებულია.

„თავისთავად საინტერესოა, რომ დანაპირები თან ამ სახით სრულდება. იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, საკმაოდ მსხვილი ფიგურებით შესრულებაა. როგორც ჩანს, წვრილმანებზე არაა ლაპარაკი, მოდგილეების მიერ ჩადენილი დანაშაული მსხვილი დანაშაულია. არა პოლიტიკური, არამედ სწორედ, რომ პოლიტიკური ბარიერების გარეშე გრძელდება კრიმინალებთან ბრძოლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არაა ერთადერთი უწყება, სადაც ნაციონალებმა თავშესაფარი იპოვეს. მის განცხადებით, თუ თავშესაფარზე ვლაპარაკობთ, მაშინ ამ ლოგიკით, შსს-ში და პროკურატურაში თითქმის ყველა ძველია გარდა პირველი პირების.

„რაც შეეხება კოაბიტაციის დასრულებას, როდესაც კულტურის მინისტრად ნიშნავენ მიხეილ სააკაშვილის ღია მხარდამჭერს, რომელსაც ეთერშიც კი აგზავნიდა თავის მხარდასაჭერად სააკაშვილი, საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ყველა სამინისტროში სადაც მინისტრი შეიცვალა, ყველგან შიდა კადარებით დაკომპლექტდა სამინისტრო. ერთადერთი სამინისტრო, სადაც მინისტრი მოვიდა გარედან, იყო გარემოს დაცვის სამინისტო.

პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ გარედან შესული ადამიანისთვის შეექმნა ის კომფორტი, რომ თვითონ გადაეწყვეტა თავისი მოადგილეების საკითხი, რისი საჭიროება სხვა სამინისტროებში არ იყო. ეს არის სწორი ლოგიკა. ჩვენ თუ კოაბიტაციაზე და ნაციონალებზე ვილაპარაკეთ, მაშინ ეს ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს. მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროში ნაციონალების ძებნა, სწორად ამ მიმაჩნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.