კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადამიანს სხვა ადამიანებთან, ბუნებასთან და ცხოველთა სამყაროსთან ურთიერთობებში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ მოვლენების ასახვის მოთხოვნილება გაუჩნდა. საწყის ეტაპზე ის ამას ქვაზე გამოსახულების აღბეჭდვის მეშვეობით ახერხებდა.
მიწათმოქმედების განვითარებამ დამწერლობის წარმოშობის აუცილებლობა და პრაქტიკული გამოყენება განაპირობა. მაგალითად, ძველ ბაბილონსა და ეგვიპტეში სხვადასხვა სიმბოლოებით მარცვლის მიღებული მოსავლის რაოდენობასა და გადასახადებს ასახავდნენ. დაახლოებით ჩვენს ერამდე 3000 წელს, ძველ ეგვიპტეში დამწერლობის სისტემა შეიქმნა, რომელსაც იეროგლიფურს უწოდებენ. ამ დამწერლობაში სიმბოლოები არა მხოლოდ ბგერებისა და ასოების, არამედ ცალკეული სიტყვების ასახვისათვის გამოიყენებოდა.
პირველი დამწერლობა ჩვენ წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 3200 წელს შუმერებმა შექმნეს. სიტყვებს ისინი ნახატებით ასახავდნენ. ასეთ დამწერლობას ”პიქტოგრაფიულს” უწოდებენ.
ჩვენს ერამდე 1300 წელს სირიაში ჩვენთვის ცნობილი პირველი ანბანი შეიქმნა. იგი 32 ასოსგან შედგებოდა. თავის დროზე ეს სისტემა ძველმა ბერძნებმა გამოიყენეს, ხოლო შემდგომ მისი ზოგი პრინციპი საფუძვლად ლათინურ ანბანს დაედო.