ანი ნადარეიშვილის ძმა ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავეს

ანი ნადარეიშვილის ძმა ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავეს

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია, ვლადიმერ ნადარეიშვილი. გამოძიებით ირკვევა, რომ 2013 წლის ნოემბერში დაკავებულმა სასურველი თანხის მისაღებად სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ თანამშრომელს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ინციდენტის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია თავად სადაზღვევო კომპანიამ მიაწოდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საქმეზე გამოძიება.

ამ ეტაპზე გამოძებით დადგენილია, რომ ანი ნადერიშვილის ძმამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც დაზღვეული იყო ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიაში. სადაზღვევო კომპანიამ აიღო ვალდებულება აენაზღაურებინა გარკვეული თანხა, რაც ნადარეიშვილის აზრით საკმარისი არ იყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ ვლადიმერ ნადარეიშვილმა სადაზღვევო კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და იარაღის მუქარით დამატებით ძალავადა თანხას. გათავისუფლების სანაცვლოდ კი მისგან მოთხოვნილი თანხის მიტანას მოითხოვდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით და 181-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნადარეიშვილის დაკავების შემდეგ, ნადარეიშვილის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატაა. ამოღებულია დაკავებულ ნადარეიშვილზე რეგისტრირებული ორი იარაღი. დაკავებულის დამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ნადარეიშვილის ქუჩაზე 11-ში მდებარე სახლში არ აქვთ ჩხერკის ოქმი სამართალდამცველებს, რაც შეეხება მესამე სახლს, ანი ნადარეიშვილის თქმით, სასამართლოს განჩინება მესამე სახლის ჩხრეკაზე, სადაც მამამისი, თამაზ ნადარეიშვილი ცხოვრობდა, სამართალდამცველებს გააჩნიათ. 

For.ge ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის დახმარებით დაუკავშირდა თავად დაკავებულის დას, ანი ნადარეიშვილს, თუმცა მან ჩვენთან საუბარი 17 ივლისს for.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის - „ანწუხელიძეების ტრაგედიაზე აგებული ახალაიების პოლიტიკური პიარი“-ს გამო არ ისურვა.

დაკავებულის ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით იარაღი რომელიც გამოძიებამ ნადარეიშვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო, დაკავებულს ოფიციალურად ჰქონდა რეგისტრირებული ტარების უფლებით.

„ბრალი ჯერ არ აქვს წარდგნელი. შესაბამისად, რაში ედება ბრალი, ჯერ არ ვიცი. დაკავებული ამბობს, რომ ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა ამ ადამიანთან. კონკრეტულ პიროვნებასთან არ ჰქონდა მას პრეტენზია, არამედ პრეტენზია ჰქონდა სადაზღვევო კომპანიასთან, რომელმაც ავარიის მიუხედავად არ აუნაზღაურა ხელშეკრულებაში გათვალისწიენბული პირობები. შესაბამისად, თითქოსდა პიროვნების გატაცება არის სისულელე.

მინდა გითხრათ, რომ დაკავებული მარცხენა ხელს ვერ ხმარობს. ერთი ხელი არა აქვს და როგორ შეიძლება იმან ვიღაცა გაიტაცოს. როგორც განჩინებაში წერია, თითქოსდა წაიყვანა და ბოლოს ამოიღო იარაღიო. როგორ წაიყვანა ცალხელა ადამიანმა, იმხელა კაცი? მაგარი სისულელეა. მას დაბადებიდან აქვს ხელზე პრობლემა, სამშობიარო ტრამვა აქვს და მარცხენა ხელს საერთოდ ვერ ამოძრავებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მალხაზ ველიჯანაშვილმა.