უპირველეს ყოვლისა, დაჭერით ინგრედიენტებში მითითებული ბოსტნეული, სოკო, ლეღვი და მსხალი. ხორცს წაუსვით მარილი და პილპილი და შებრაწეთ ზეთში. დაუმატეთ ბოსტნეული, ბულიონი და დაახლოებით 1 საათი შუშეთ.
ამოიღეთ ხორცი და თბილ ადგილას შეინახეთ. ბულიონი გაწურეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და შეასქელეთ. სოკო შეწვით ზეთში, შეანელეთ მარილით და პილპილით.
კარაქში შეწვით როზმარინი, მოშუშეთ ხილი და შეურიეთ სოკოს. თეფშზე დაალაგეთ დაჭრილ ხორცთან ერთად, სულ ბოლოს კი მოასხით ცხარე საწებელი.
ინგრედიენტები:
250 გ ხახვი,
3 კბილი ნიორი,
3 პომიდორი,
1 სტაფილო,
1 ნიახურის ძირი,
1 კგ მჭლე ხბოს ხორცი,
50 გ ზეთი,
400 მგ ბულიონი,
250 გ ქამა სოკო,
2 მსხალი,
3 ლეღვი,
1 ს/კ საწებლის შემასქელებელი,
1/2 ჩ/კ როზმარინი,
15 გ კარაქი,
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ალადასტური.