თბილისის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა საკრებულოს რეგლამენტზე იმსჯელეს

თბილისის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა საკრებულოს რეგლამენტზე იმსჯელეს

დღეს საკრებულოში ახალი მოწვევის დეპუტატების მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა საკრებულოს რეგლამენტი განიხილეს.

სხვა საკითხბთან ერთად დეპუტატებმა პრემირების საკითხზეც იმსჯელეს, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები პრემიას არ აიღებენ, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე არ ვრცელდება.

სხდომაზე ასევე დეპუტატ ადა მარშანიას თავისი სურვილისამებრ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდა.

საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს გაიმართება. დღის წესრიგის თანამხმად სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩევიან. ასევე ორშაბათის სხდომაზე ფრაქციის და კომისიის თავმჯდომარეებსაც აირჩევენ.