შინაგან საქმეთა სამინისტრო ივნისის თვის და 6 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
2014 წლის იანვარ-ივნისში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 12881 დანაშაული, აქედან 7667 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 59,52%. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,91 %.
2014 წლის ივნისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2002 დანაშაული, აქედან 977 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 48,8%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -25,1 %.